სანამ სეზონი არ გასულა: აი, როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მწნილი სამლიტრიან ქილაში

კომბოსტოს მჟავე ბევრისთვის საყვარელი კერძია, როგორც დამოუკიდებელი სახით, ასევე გარნირად ან ღვეზელის შიგთავსის სახითაც. გამოცდილმა დიასახლისებმა ალბათ რამდენიმე ხერხი იციან იმის, თუ როგორ მოამზადონ მჟავე კომბოსტო სახლის პირობებში ისე, რომ იგი საუკეთესოდ იყოს შეზავებული და ამასთან სასიამოვნოდ ხრაშუნობდეს პირში. ზოგიერთი კულინარი კომბოსტოს ჭარხალთან ერთად ამწნილებს, ზოგი კი სტაფილოსთან ერთად. კომბოსტოს მწნილს ძირითადად ან მუხის კასრში სდებენ, ან მინის ქილაში.

დღეს გთავაზობთ მჟავე კომბოსტოს მომზადების მარტივ რეცეპტს. მის მიხედვით მომზადებული მწნილი არომატული და ხრაშუნა გამოდის. მხოლოდ სამი დღე და სამლიტრიან ქილაში უბრალოდ საოცრება იქმნება. სცადე და ამიერიდან კომბოსტოს მწნილს მხოლოდ ამ მეთოდით მოამზადებ.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მჟავე

ინგრედიენტები

  •  საშუალო ზომის ერთი თავი თეთრი კომბოსტო
  • ორი ცალი საშუალო სტაფილო
  • ორი ლ სუფთა წყალი
  • სამი ს. კ. მარილი
  • ორი ს. კ. შაქარი

მომზადება

  1. კომბოსტო დაჭერი წვრილად შენთვის სასურველი ფორმის ნაწილებად.
  2. მსხვილ სახეხზე გახეხე წინასწარ გაფცქვნილი სტაფილო.

3. ეს ორივე ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს ხელით და მჭიდროდ ჩაალაგე ქილაში. ამის შემდეგ კომბოსტოთი დატენილი ქილა ჩადგი ღრმა თასში.

4. მოამზადე მარილხსნარი რეცეპტში მითითებული პროპორციებით და დაასხი კომბოსტოან ქილას ისე, რომ წყალი ნაპირებიდან გადმოვიდეს. დატოვე ასე ორი დღე-ღამე. პერიოდულად ქილას ძირში ჩაარჭე დანა იმისათვის, რომ ჰაერი ამოვიდეს. თუ ჰაერი არ ამოვა, მწნილს მომწარო გემო ექნება. ეს კი არ არის სასურველი, რა თქმა უნდა.

5. მესამე დღეს ფრთხილად გადაღვარე მარილწყალი. ამისთვს მოიქეცი ასე: ქილას დაახურე წინასწარ გახვრეტილი პლასტმასის ხუფი, შემდეგ ის ააყირავე და მარილწყალი მოათავსე ცალკე ჭურჭელში.

6. თასში ჩაღვრილ მარილწყალში ჩაყარე და გახსენი შაქარი. ეს მიღებული ტკბილ-მლაშე წყალი ისევ ჩაასხი კომბოსტოან ქილაში და შედგი მაცივარში ან მოათავსე სხვა გრილ ადგილას, ამჯერად მხოლოდ ერთი დღე-ღამის მანძილზე.

7. ყველაზე გემრიელი კომბოსტოს მჟავე უკვე მზად არის! გემრიელად მიირთვი!

ამ ხერხით გამოდის არა უბრალოდ კომბოსტოს მწნილი, არამედ ცოცხალი ვიტამინების მთელი საწყობი. შეგიძლია ტრაპეზის წინ მჟავე კომბოსტოს დააჭრა ცოცხალი ხახვი და შეაზავო ზეითუნის ან სხვა სახის ზეთით, გემოვნების მიხედვით. ასეთი სახით ეს კერძი შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა ღვეზელის, ან ვარენიკის შიგთავსადაც. ცალკე მწნილის წვენი სასიამოვნო დასალევია და ამასთან, უაღრესად სასარგებლოც. კომბოსტოც და წვენიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ასევე კალციუმსა და კალიუმს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ კომბოსტოს მარილწყალის დასხმამდე დაამატო კვლიავი, აყვავებული კამა, კორიანდრი ან მდოგვის მარცვლები და მოცხარიც კი (როგორც წითელი, ასევე შავი). თუმცა მათ გარეშეც ეს მწნილი ძალიან გემრიელი გამოდის. ისე, რომ აუცილებლად სცადე ჯერ საბაზისო ვარიანტი.

გაუზიარეთ ამ ჯანსაღი და სასიამოვნო კერძის რეცეპტი თქვენს მეგობრებს სოცქსელებით!

Loading...