თევზის ამოსავლები თხევადი ცომის -კლიარის – 7 უგემრიელესი რეცეპტი

თევზის შესაწვავად სხვადასხვა მეთოდს ვიცნობთ, თუმცა კულინართა უმრავლესობა თანხმდება, რომ ცომში ამოვლებული შემწვარი თწვზი უფრო ჯანმრთელია, რადგან თევზი უშუალოდ არ ეხება ზეთს და არ იწოვს ზედმეტ ცხიმს. ასევე გამოდის უფრო ნაზი და წვნიანი.

გთავაზობთ 7 წარმატებულ კომბინაციას გემრიელი კლიარის მოსამზადებლად

ყველის კლიარი თევზისთვის

ინგრედიენტები

3 სუფრის კოვზი მაიონეზი

4 კვერცხი

100 გრამი მაგარი ყველი

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი მაიონეზთან, დაამატეთ გახეხილი ყველი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.

კარტოფილის კლიარი თევზისთვის

ინგრედიენტები

3 ცალი კარტოფილი

ერთი კვერცხი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი

მომზადება

გახეხეთ კარტოფილი მსხვილ სახეხზე, ჩაამატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი. კარგად აურიეთ.

კლიარი ჩინურად წითელი თევზისთვის

ინგრედიენტები

ერთი კვერცხი

ორი სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი

მარილი და სანელებლები – გემოვნებით

მომზადება

კვერცხი ათქვიფეთ მარილთან და სანელებლებთან ერთად, დაამატეთ სახამებელი, აურიეთ. ამ კლიარით თევზი უნდა მომზადდეს მაგალ ცეცხლზე. ის უხდება ქათმის ფრთებსაც.

ლუდზე დამზადებული კლიარი

ინგრედიენტები

3 კვერცხი

200 გრამი ფქვილი

200 მილილიტრი მუქი ლუდი

მარილი

მომზადება

გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან, გული აურიეთ ლუდთან და ფქვილთან. ცილა ათქვიფეთ ქაფის მიღებამდე და შეურიეთ ფქვილიან ნარევს. აურიეთ.

მინერალურ წყალზე დამზადებული კლიარი

ინგრედიენტები

4 კვერცხი

1,5 ჭიქა ფქვილი

0,5 ჭიქა რძე

0,5 ჭიქა მინერალური წყალი

მარილი

ერთი ჩაის კოვზი შაქარი

მომზადება

გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან, გულები ათქვიფეთ მარილთან და შაქართან ერთად, შემდეგ ჩაასხით მინერალური და რძე. აურიეთ. ცილები ათქვიფეთ მიქსერით ქაფის წარმოქმნამდე და დაამატეთ გამზადებულ ნარევს. შემდეგ ჩაამატეთ ფქვილი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კლიავი კვერცხის გარეშე (სამარხვო)

ინგრედიენტები

ერთი ჭიქა ფქვილი (ხორბლის ან ბარდის)

70 მილილიტრი წყალი

0,5 ჩაის კოვზი სოდა

მარილი, მუსკატის კაკალი და მწვანილი – გემოვნებით

მომზადება

შეუირიეთ ფქვილი, მარილი, სოდა, მუსკატის კაკალი და დაჭრილი მწვანილი. მშრალ მასაში ნელა ჩაასხით წყალი, თან ურიეთ ან თქვიფეთ.

ცილის კლიარი

ყველაზე ნაზი ცომი

ინგრედიენტები

4 კვერცხის ცილა

3 სუფრის კოვზი ფქვილი

ერთი ჩაის კოვზი წყალი

მარილი – გემოვნებით

მომზადება

ათქვიფეთ ცილები მარილთან, დაამატეთ გაცრილი ფქვილი და წყალი. აურიეთ. კონსისტენცია უნდა იყოს თხევადი ბლინების მსგავსი.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევებიც კლიარში თევზის შეწვის დროს: ფილეს ნაჭრები ჩააწყვეთ მხოლოდ ძლიერ გახურებულ ზეთში და მჭიდროდ არ დააწყოთ, რათა არ მიეკროს ერთმანეთს. ხრაშუნა ქერქის მისაღებად არ დაახუროთ ტაფას.

შეინახეთ რეცეპტების ეს ნაკრები და გაუზიარეთ მეგობრებს!