უმრავლესობა მარწყვის მურაბას არასწორად ხარშავს! ,,უმი მურაბა” არ უნდა მოხარშოთ…

მოვიდა მარწყვის სეზონი, წელიწადის საუკეთესო დრო… დროა, ზამთრისთვის მურაბები მოიმარაგოთ. ძველი წესების მიხედვით მოხარშვისას, გამოდიოდა მუქი და არომატდაკარგული მურაბა, შესაბამისად მისგან სარგებელი არ იყო.

გთავაზობთ სიროფის მოსამზადებელ რეცეპტს.

მარწყვის მურაბა

ინგრედიენტები

  • 2 კგ მარწყვი
  • 1 კგ შაქარი
  • 0,5 ჭიქა წყალი

მურაბა ემალის ჯამში ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში მოამზადეთ. ამ რეცეპტით მარწყვი მთლიანი რჩება.

მომზადება

1. მარწყვს ყუნწები მოაცალეთ, გარეცხეთ აკურატულად და შეაშრეთ.

2. ცალკე აადუღეთ სეროფი: შაქარში წყალი დაამატეთ, აადუღეთ, ჩაუწიეთ ცეცხლს, ადუღეთ 4 წუთი, თან ხის კოვზით ურიეთ.

3. დაასხით სეროფი მარწყვს, აურიეთ. გააციეთ.

4. მარწყვი წვენს რომ გამოუშვებს, სითხე ქვაბში გადაასხით, ბადის დახმარებით. ადუღეთ სეროფი 5 წუთი.

5. კვლავ დაასხით სეროფი მარწყვს და გააციეთ.

6. გაიმეორეთ პროცედურა, მაგრამ სეროფი ამჯერად ხარშეთ 10 წუთი. თუ სქელი სეროფი გსურთ, მეტი შაქარი დაამატეთ. დაიმახსოვრეთ, მარწყვი არ იხარშება!

7. გაასტერილეთ ქილები ორთქლზე, 10 წუთით.

8. სეროფი სანამ დუღდება, გაციებული მარწყვი ქილებში ჩაალაგეთ. დაასხით სეროფი და მოხუფეთ. დადგით თბილ ადგილას, შეფუთეთ პლედით.

ასეთი გემრიელი მურაბა უფრო მეტი სითხით გამოირჩევა. ამ დროს ნარჩუნდება ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები. მარწყვი მთელი წელი ახალივით იქნება.

თქვენ როგორი მეთოდით ხარშავთ მარწყვის მურაბას? მოგვიყევით კომენტარებში!