დაისხით 5 წვეთი ხელზე და შეიზილეთ სახეზე დილასაღამოს. შედეგი კომენტარებში გაგვიზიარეთ 5 დღეში.

ასაკთან დაკავშირებული უსიამოვნებები სახეზე აისახება ნაოჭების, ლაქების სახით. მათ დასაძლევად კოსმეტოლოგები გვირჩევენ კანის რეგულარულ კვებასა და დატენიანებას. ამ ამოცანას კარგად ასრულებს ბუნებრივი ზეთები, ისინი ხელოვნურ მალამოებზე უკეთესია.

გთავაზობთ სახის კანისთვის სასარგებლო პოპულარული ზეთების ჩამონათვალს.

საუკეთესო ზეთები სახისთვის

1. ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობა – მარადმწვანე მცენარეა. მისგან გამოხდილ ზეთს უნიკალური შემადგენლობა აქვს.

ის შეიცავს ეიკოზენის, ბეგენოვის, ოლეინისა და ნერვონოვის მჟავებს. ეს მჟავები აუმჯობესებს უჯრედულ ცვლას და კანის რეგენერაციას.

2. აბუსალათინის ზეთი

მას ხშირად იყენებენ თმის, წარმებისა და წამწამების გასამაგრებლად. შეიცავს ოლეინის, ლინოლენის, რიცინოლენის მჟავებს. არ ქმნის ცხიმოვან საფარველს გაშრობისას.

3. ზეითუნის ზეთი

ის უნივერსალურია შინაგანი და გარეგანი გამოყენებისთვის. კარგად ატენიანებს სახის კანს და გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების ფუძედ, მაგალითად რამდენიმე წვეთს ღამის კრემში ამატებენ.

4. ნუშის ზეთი

ნუში – მდიდარია ცილებითა და უჯერი ცხიმებით. ასევე ცხიმშიხსნადი ვიტამინებით, მაგნიუმით, კალციუმით. ნუშის ზეთს მსუბუქი გამათეთრებელი ეფექტი აქვს და კანს ანიჭებს ტონუსს.

5. სელის ზეთი

ეს ზეთი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ შეიცავს პროტეინებს. ეს კი სახის კანს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს სძენს. რეგულარული გამოყენებისას, სელის სეთს აქვს ლიფტინგის ეფექტი.

6. ასკილის ზეთი

ასკილი შეიცავს ცხიმოვანი მჟავების 15 სახეობაზე მეტს. დიდი ნაწილი მოდის ლინოლის და ლინოლენის მჟავაზე. მდიდარია A და C ვიტამინით, ისინი კანს იცავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებისა და ასაკობრივი ცვლილებებისგან.

7. ქაცვის ზეთი

შეიცავს ფოსფოლიპიდებს. მისი გამოყენებისას კანი ხდება ცხიმიანი და პრიალებს. ასევე მდიდარია სტერინებით, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ზეთში შემავალ მჟავებს აქვთ გამაახალგაზრდავებელი და სამკურნალო ეფექტი.

8. ატმის ზეთი

ვიტამინები A და E, როიმლებსაც ეს ზეთი შეიცავს, ზრდის კანის ტონუსს, ატენიანებს მას და ასწორებს. მისი გამოყენების შემდეგ კანი ხდება ატამივით ხავერდისებური.

9. ქოქოსის ზეთი

ზეთში შემავალი მირისტინისა და ლაურინის მჟავები აახალგაზრდავებს კანს, ფოლის მჟავა და თიამინი ებრძვის გამონაყარს. ასევე ქოქოსის ზეთი მზის სხივებისგა დასაცავად გამოიყენება.

რომელი ზეთია სახისთვის უკეთესი, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ყველა ნატურალური, ამიტომ ზიანი არ მოგადგებათ. ზეთის გამოყენების შემდეგ კანი უნდა გახდეს მოქნილი, გლუვი, გადაჭიმული, შეხებისას სასიამოვნო. რაც მთავარია, არ უნდა გახდეს ცხიმიანი.

მოცემული მომენტისთვის ქალების გამოხმაურებები მოწმობს იმაზე, რომ სახისთვის საუკეთესოა ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი. უმრავლესობა სწორედ მათ იყენებს.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ეს მათ ნამდვილად მოეწონებათ!

Loading...