იმისათვის, რომ იპოვოთ ნამდვილი მეორე ნახევარი, გამოიყენეთ ეს ცხრილი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

არსებობს ლეგენდა, რომელიც ჩინურ კალენდარში ცხოველთა მიმდევრობას ხსნის. ამბობენ, რომ სწორედ ამ რიგით წარსდგნენ ცხოველები ბუდასთან გამოსამშვიდობებლად. ბუდამ კი მათ საპასუხოდ ადამიანთა ბედის განკარგვის უფლება მისცა, 12 წელიწადში ერთხელ. აღმოსავლური ჰოროსკოპი გვთავაზობს, რომ დაბადების წლის მიხედვით ადამიანი თავისი სიმბოლოს მიხედვით გარკვეულ ენერგეტიკას იღებს.

ეს იკვეთება მომავალ ცხოვრებაზე და ასევე სხვა ნიშნებთან შეთანხმებაზე.

ჩინური ჰოროსკოპი ყურადღებას არ ამახვილებს დაბადების თვეზე და ძირითად აქცენტს წელზე აკეთებს. მთავარი განსხვავება აღმოსავლეთის ფილოსოფიაშია: მისი მიმდევრები არ ცდილობენ ჰოროსკოპის ნეგატიური მხარეები დაინახონ, აანალიზებენ მას და თითოეული ნიშნის ენერგიას იყენებენ.

ამასთან დაკავშირებით შეთავსებადი და არაშეთავსებადი ნიშნები არსებობენ. მეორე ნახევრის ძიებაში ეს ცხრილი დაგეხმარებათ:

შეთავსების ცხრილი

ცხრილის გამოყენება მარტივია: იპოვნეთ თქვენი და რჩეულის ნიშანი და მათი დამაკავშირებელი ციფრი. სწორედ ისაა თქვენი ბედის ინდიკატორი.

0 — ნეიტრალური შეთავსება. ასეთ წყვილებს ძლიერი ურთიერთობის აგება შეუძლიათ. მათუ შეხვედრა ხშირად ადრეულ ასაკში ხდება. ამგვარი კავშირებისგან ძალიან მყარი ოჯახები იქმნება. ასევე, მათ ძალიან კარგად გამოსდით მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა.

1 — პრობლემური კავშირი. ამ წყვილს შორის შეიძლება იყოს უთანხმოება, კამათი და სირთულეები. ურთიერთობა შეიძლება იყოს ნათელი, მაგრამ ვერანაირ სტაბილურობას ვერ დაგპირდებათ.

2 — წონასწორობა. ეს ნიშნები ერთმანეთის საპირისპირონი არიან, მაგრამ, სწორედ ეს ქმნის ჰარმონიას. ამგვარი კავშირის დროს ადამიანები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს.

3 — იდეალური შერწყმა. როგროც იტყვიან ხოლმე, ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი! ამგვარ კავშირებში შეთავსება საუკეთესოდაა გამოხატული.

4 — იძულებული პარტნიორობა. ნუმეროლოგია რმსგავს წყვილებს ურთიერთობის რეკომენდაციას არ უწევს.აქედან არაფერი კარგი არ გამოვა.

5 — არასასიამოვნო ფინალი. მსგავსი ურთიერთობიდან არაფერი გამოვა. წყვილი შეიძლება ეცადოს ურთიერთობის აგებას მერკანტილური წარმოსახვებით, მაგრამ კავშირი წარმატებული არ იქნება.

6 — უთანასწორო ურთიერთობა. ამგვარ კავშირში გელით მუდმივი დაცემები და აღმავლობები. ცხოვრება მარტივი არ იქნება. მაგრამ, ნამდვილ სიყვარულს მაინც შეუძლია ამ ადამიანების ერთად ყოფნის შენარჩნება.

ზოგადად, ჩინურ ჰოროსკოპში ნიშნების 4 ჯგუფი იკვეთება, რომლებიც ერთმანეთთან ოპტიმალურია. ეს ეხება არამხოლოდ სიყვარულს, არამედ მეგობრობას და საქმიან სფეროს.

პირველი ჯგუფი: ვირთხა, დრაკონი, მაიმუნი

ეს სამი ნიშანი მაღალი ენერგეტიკულობით გამოირჩევა. ისინი მარტივად ფლობენ უპირატესობას მათზე, ვინც ნაკლები სიძლიერით გამოირჩევა. სხვა ზოდიაქოს ნიშნებს მათთან თანაარსებობა უჭირთ, მაგრამ თავად ერთმანეთთან მშვენივრად გააქვთ თავი. თუ მათი პარტნიორი ისევე ძლიერი პიროვნება იქნება, როგორც ისინი, მყარი კავშირი გარანტირებულია. ისინი მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს და საბოლოოდ ბედნიერ კავშირს ვიღებთ.

მეორე ჯგუფი: ხარი, გველი, მამალი

ეს სამი ნიშანი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მშვიდი და თავდაჭერილი ხასიათი აერთიანებთ. ისინი აფასებენ სტაბილურობას და ვერ იტანენ დრამას. სწორედ ამიტომ ერთმანეთთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ეს ნიშნები კარგად ერგებიან ერთმანეთს და საიმედო კავშირს ქმნიან, როგორც მეგობრობაში, ასევე საქმიან სფეროში.

მესამე ჯგუფი: ვეფხვი, ცხენი, ძაღლი

ამ ჯგფის წარმომადგენელთა ხასიათი საკმარისად რთულია, უბრალოდ ერთმანეთის მიმართ მიზიდულობას გრძნობენ. ურთიერთობა საკმარისაც ჰარმონიული და ზომიერი ექნებათ. ყოველი მათგანი გამოირჩევა მოწესრიგებულობით, სიკეთის რწმენით და ნამდვილი სიყვარულის პოვნისკენ სწრაფვით.

მეოთხე ჯგუფი: კურდღელი, თხა, ღორი

ამ ჯგუფში ყველაზე მსუბუქი ხასიათის მფლობელები არიან წარმოდგენილნი. ზოგადად ასეთ ადამიანებთან თავს მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად გრძნობენ. უარყოფითი მხარეა ის, რომ ხშირად სხვისი სიხარბის მსხვერპლნი ხდებიან. ისინი მიდრეკილნი არიან გასცენ და არ აიღონ. ამის გამო გამორჩენის მიზნით იყენებენ. ურთიერთობაში გაურბიან დრამას და თავს ერთმანეთთან უსაფრთხოდ გრძნობენ.

ამ ჰოროსკოპის წყალობით გაიგებთ შეგეფერებათ თუ არა ესა თუ ის პარტნიორი. თუ მეორე ნახევართან უდმივად კამათობთ და ურთიერთობაში ჰარმონია არ გაქვთ, შეიძლება შეუთავსებლები ხართ. რა თქმა უნდა, ხდება გამონაკლისებ. ყოველი დღე გვაჩვენებს, რომ ნამდვილ სიყვარულს ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია.

Loading...