გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში. მან შეიძლება მთელი ოჯახი უბედურებისგან გადაარჩინოს.

ყველამ იცის, რომ ლიმონი C ვიტამინის წყაროა და ძალიან უხდება სასმელებს. ხშირად ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია. დღეს გეტყვით ლიმონის უჩვეულო თვისებებზე. დატოვეთ ნახევარი ლიმონი ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ და ნახავთ რა მოხდება.

ლიმონის გამოყენება

1. გვიცავს მწერებისგან

ზაფხულში კოღოებისა და სხვა მწერების პრობლემა აქტუალურია. უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს მათ წინააღმდეგ, მაგრამ რატომ უნდა მოვიწამლოთ, თუ შეგვიძლია ნახევარი ლიმონის დადება ოთახში. მეტი ეფექტურობისთვის დაამატეთ მიხაკი.

2. კარგი დასვენება

ციტრუსის არომატი ნერვულ სისტემას აწყნარებს, ამცირებს შფოთვას და ხსნის დაძაბულობას. საღამოს ლიმონი მოგადუნებთ, დილით კი გაგამხნევებთ.

3. გულმოდგინება და ყურადღება

ადამიანი, რომელიც ყოველდღე სუნთქავს ლიმონის არომატს, უფრო კონცენტრირებული ხდება, უმჯობესდება მისი მეხსიერება და გონებრივი აქტიურობა. ეს დასკვნა იაპონელმა მეცნიერებმა გააკეთეს.

4. ამაღლებს განწყობას

ლიმონის ეთერზეთით არომათერაპიას უნიშნავენ დეპრესიულ ადამიანებს. მისი არომატი ხელს უწყობს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას.

5. სათავსოს დეზინფექცია

ლიმონს აქვს ბაქტერიციდული თვისებები და კარგად წმენდს ოთახის ჰაერს. გაციებული ადამიანის ოთახში დაალაგეთ ლიმონი მავნე მიკრობების წინააღმდეგ.

6. წნევის ნორმალიზება

ლიმონი ეხმარება ჰიპერტონიას, მისი სუნი ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას.

7. მაცივრის გაჯანსაღება

0,5 ლიმონი დადეთ მაცივარში, ის შთანთქავს უსიამოვნო სუნს, თავად კი ციტრუსის არომატს გასცემს.

8. კომფორტი

საინტერესოა, რომ სიცილიაში ლიმონის ხეებსელიტური რესტორნის გასწვრივ რგავენ. თუ გსურთ სიმყუდროვე, დადეთ 0,5 ლიმონი იატაკზე.

ვინ იფიქრებდა, რომ ეს ყვითელი ხილი ამდენის შემძლე იქნებოდა. სცადეთ აუცილებლად მისი ნაჭრის დატოვება ოთახში და არ დაგავიწყდეთ კომენტარებში თქვენი აზრების გაზიარება!

Loading...