აი, რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე მიირთმევთ

საუზმე საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერია – ასე თვლიან დიეტოლოგები და რეკომენდაციას სწორედ შვრიის ფაფას უწევენ. ამას თავის მიზეზები აქვს, რის ჩამოთვლასაც ჩვენ დღეს შევეცდებით.

შვრიის ბურღული ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, დაზიანებებისა და უცხო მინარევების გარეშე. თუმცა შეიძლება, რომ მას დაემატოს ახალი ხილი, კაკალი, დარიჩინი, ნაღები ან უცხიმო იოგურტი.

1. გაუმჯობესდება თქვენი კანის მდგომარეობა

შვრია – იდეალური საშუალებაა კანის დაავადებების, მათ შორის, ეკზემისა და დერმატიტის სამკურნალოდ, იმდენად, რამდენადაც ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

თუთია – კანს ტოქსინებისგან ასუფთავებს, ხსნის ფორებს და აახალგაზრდავებს მას. რკინა – კი განაახლებს და ატენიანებს კანს. მანგანუმი – ხსნის კანის შეშუპებასა და ანთებას, ახორცებს ჭრილობებს, დამწვრობას. მაგნიუმი – არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კანის უჯრედების მუდმივ განახლებას.

2. თქვენი კუნთები უფრო სწრაფად გაიზრდება

მხოლოდ რვა ს. კ. შვრია ორგანიზმს უზრუნველყოფს ცილის დღეღამური საჭიროების 15%-ით. გარდა ამისა, ცილასთან ერთად თქვენ მიიღებთ ვიტამინ E-ს, ანტიოქსიდანტებს, გლუტამინს, რომლებიც კუნთებს ზრდაში ეხმარება.

3. შვრიაში ბევრი ანტიოქსიდანტია

შვრია მდიდარია იმ ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხსნის ქავილს, კანის ანთებას, ებრძვის არტერიულ წნევას. მასში შემავალი ბეტა-გლუკანი აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური ეფექტი ძლიერდება C ვიტამინის დახმარებით, ამიტომ სასურველია, რომ საუზმეზე შვრიასთან ერთად ფორთოხლის წვენი მიირთვათ.

4. გექნებათ მეტი ენერგია

შვრია მდიდარია ნახშირწყლებით და ამით უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით. ის კარგად ანაყრებს და ეს გრძნობა დიდხანს გრძელდება.

5. თქვენ დაიკლებთ წონაში

შვრიის ყოველდღიური მოხმარება ზრდის ნივთიერებათა ცვლას და, შესაბამისად, აჩქარებს წონაში კლების პროცესს. ნელი ნახშირწყლები, რომლებსაც შვრია შეიცავს, არეგულირებს მადას და ინარჩუნებს შაქრის ნორმალურ დონეს სისხლში.

6. დაქვეითდება ქოლესტერინის დონე

შვრია შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. გარდა ამისა, მასში შემავალი ლინოლენის მჟავა და ხსნადი უჯრედისი ასევე აქვეითებს ,,ცუდი” ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს ნივთიერებები არტერიებს ,,წმენდს” ცხიმის ნარჩენებისგან და ამით ახდენს ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტის პრევენციას.

7. მცირდება გულის დაავადებების რისკი

შვრია მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც იცავს გულის უჯრედებს დაზიანებისგან. ანტიოქსიდანტების წყალობით სისხლძარღვების კედლების თავისუფალი რადიკალებით დაზიანების ალბათობა მცირდება.

8. გათავისუფლდებით საჭმლის მონელების პრობლემისგან

რეკომენდებულია დღეში 25-35 გ უჯრედისის მიღება საჭმლის კარგი მონელებისთვის. შვრიის ერთი პორცია შეიცავს ამ ნორმის 1/5-ს.

აი, ამიტომ არის შვრია იდეალური ყოველდღიური მოხმარებისთვის. თქვენ თუ საუზმობთ შვრიის ფაფით? ხომ არ დაფიქრდით ამაზე ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ? მოგვიყევით კომენტარებში. ეს სტატია კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

Loading...