მრავალწლიანი ნადები ჭურჭელიდან მოცილებულია. ტაფები ბზინავს ისე, როგორც 10 წლის წინ.

გთავაზობთ ჭურჭლისგან ცხიმის ნადების მოშორების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს. ეს მეთოდი უხდება თუჯის, ალუმინის, დურალეის ტაფებს.

ინგრედიენტები

  • 100 გ სოდა
  • 100 გ სილიკატის ან საკანცელარიო წებო
  • 100 გ მდოგვის ფხვნილი
  • 5 ლ წყალი
  • ჭურჭელი გამოსახარშად

მოქმედება

  1. ჩაიცვით ხელთათმანები, გააღეთ ფანჯარა.
  2. გააცხელეთ წყალი დიდ ჭურჭელში.
  3. თანმიმდევრულად განაზავეთ ინგრედიენტები წყალში. აურიეთ.

4. თუ ტაფას პლასტიკური სახელური აქვს, შეფუთეთ.

5. ტაფა მდუღარეში ჩადეთ და წყლით დაფარეთ ბოლომდე.

6. გამოხარშეთ თავდახურულში 15-20 წუთი, თუ მიმწვარი დიდი ხნისაა, დაგჭირდებათ 1 სთ დრო.

7. გააციეთ წყალი, ამოიღეთ ტაფა. მიმწვარი ადვილად შორდება ლითონის სახეხით.

8. გამოიყენეთ საბოლოოდ ჭურჭლის ნებისმიერი სარეცხი საშუალება.

რეცეპტის კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს:

ინგრედიენტები

  • 70 გ საკანცელარიო წებო
  • 70 გ სოდა
  • 100 გ სამეურნეო საპონი
  • 5 ლ წყალი
  • გამოსახარში ჭურჭელი

მოქმედება

  1. ჩაიცვით ხელთათმანები, გააღეთ ფანჯარა. გააცხელეთ წყალი.
  2. საპონი გახეხეთ მსხვილად.
  3. ჩაყარეთ საპონი წყალში და აურიეთ.

4. დაამატეთ სოდა და წებო. აურიეთ.

5. ჩადეთ ხსნარში ჭუჭყიანი ტაფა.

6. ადუღეთ 45-60 წუთი.

7. გამოიყენეთ საბოლოოდ ჭურჭლის ნებისმიერი სარეცხი საშუალება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ საჭმელმა არ მიიწვას

  1. ჭურჭელს ყველგან წაუსვით ზეთი, გაახურეთ 30 წუთი ღუმელში, 200 გრადუსზე. შემდეგ გააციეთ და იგივე გაიმეორეთ.
  2. ტაფაში ჩაყარეთ მარილი, დადგით ცეცხლზე. აცხელეთ 20-30 წუთი, თან ურიეთ. გააციეთ ჭურჭელი და გადაყარეთ მარილი. წაუსვით ჭურჭელს ზეთი.

თუჯის ქვაბის მოვლა

ახალი ტაფა მოამზადეთ ექსპლუატაციისთვის შემდეგი წესებით:

გარეცხეთ ტაფა ჩვეულებრივად. მას ცვილით ამუშავებენ, ამიტომ კარგად მოაცალეთ ის, გააშრეთ. გამოიყენეთ მაგარი ცხიმი, მარგარინი ან ღორის ქონი. წაუსვით ცხიმი ტაფას. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, შედეთ ტაფა 1 საათით ან მეტით. ბოლოს უნდა გაშავდეს.

ჭურჭლის მოვლის რჩევები

  1. არ ჩადოთ ცხელი თუჯი ცივ წყალში.
  2. არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური საშუალებები.

3. გარეცხეთ ტაფა ცხელი წყლით, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

4. სანამ კარგად არ გამოაწრთობთ ტაფას ღუმელში, არ მოამზადოთ მასში კვერცხი, ლობიო, პომიდორი.

5. ტაფა თავიდან გაახურეთ, მაგრამ საკვების ჩადების შემდეგ, დაუწიეთ.

გაითვალისწინეთ რჩევები და თუჯის ჭურჭელი მრავალი წელი მოგემსახურებათ!

არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის მოვლის წესების მეგობრებისთვის გაზიარება. ისინი კმაყოფილები დარჩებიან, რადგან რთული და დამღლელი საქმეა!

Loading...