უკან სსრკ-ში: 10 ნამცხვრის რეცეპტი, რომელთა შესახებ ჩვენს შვილებს წარმოდგენა არ აქვთ, ჩვენ კი მათი გემო ახლაც პირში გვაქვს.

გაგიკვირდებათ და, საკვების დეფიციტის ფონზე, საბჭოთა სოციალისტური კავშირში დესერტების დიდი არჩევანი იყო.

დესერტების რეცეპტები, რომლებზეც ჩვენი ბებიებისა და დედების თაობაში გიჟდებოდნენ, დღესაც აქტუალურია. ამიტომ თანამედროვე დიასახლისებს გთავაზობთ ძველი და კარგად ნაცნობი დესერტების სიის გადახედვას.

ჩიტის რძე

ინგრედიენტები

  • 280 გრამი კარაქი
  • 410 გრამი შაქარი
  • ერთი კვერცხი
  • 150 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 2 მწიკვი ვანილი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 20 გრამი ჟელატინი
  • 100 გრამი შედედებული რძე
  • 130 მილილიტრი წყალი
  • 100 გრამი შოკოლადი
  • 100 მილილიტრი ნაღები

მომზადება

  1. დაიწყეთ ცომის მომზადება. ათქვიფეთ 100 გრამი კარაქი და 100 გრამი შაქარი. დაამატეთ 1 კვერცხი, მწიკვი ვანილი, ათქვიფეთ. დაამატეთ 150 გრამი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. გაყავით ცომი ორ ნაწილად. თითო ნაწილი კვლავ ორად გაყავით საცხობის ფორმის მიხედვით. შედგით 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  3. საკმარისია 10 წუთი. როცა ფირფიტები გაცივდება, ერთ-ერთი მათგანი დადეთ ფორმის ფსკერზე.
  4. სუფლესთვის ათქვიფეთ 180 გრამი კარაქი და 100 გრამი შედედებული რძე. დაასხით წყალი ჟელატინს და დატოვეთ 30 წუთით.
  5. დაასხით შაქარს 130 მილილიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 5 წუთი და ურიეთ.
  6. ათქვიფეთ ცილა, ლიმონის მჟავა და მარილი. ჩაასხით მასში ცხელი შაქრის სეროფი და გააგრძელეთ არევა. ჩაასხით მასა შედედებული რძისა და კარაქის ნარევში. დაამატეთ ჟელატინი. თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე სანამ ერთ მასად იქცევა.
  7. ფორმაში მდებარე ცომის ფირფიტას დაასხით ნახევარი სუფლე, ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ფენა და დაასხით დარჩენილი სუფლე. შედგით მაცივარში 3 საათით.
  8. მოამზადეთ მინანქარი. გაადნეთ შოკოლადი ნაღებთან ერთად. გაანაწილეთ მინანქარი ტორტის ზედაპირზე და შედგით მაცივარში.

 

კაკლები

ინგრედიენტები

  • 325 გრამი კარაქი
  • 5 გრამი მარილი
  • 250 გრამი შაქრის პუდრა
  • 575 გრამი ფქვილი
  • 3 კაკალი ,,პეკანი”
  • 450 გრამი შედედებული რძე

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი პუდრასთან ერთად, ფქვილი და კარაქი სხვა ჭურჭელში. შეურიეთ ორივე მასა და დაამატეთ მარილი.
  2. ათქვიფეთ მიქსერში ყველაფერი და შედგით მაცივარში 1 საათით.
  3. გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ სამი მილიმეტრი სისქის ფირფიტის სახით, ჩადეთ ცომი ფორმებში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
  4. შეავსეთ კაკლის თითო ნახევარი შედედებული რძის შიგთავსით, დაამატეთ კაკალი პეკანი, შემდეგ დაახურეთ თავზე მეორე ნახევარი.

შოკოლადის ძეხვი

ინგრედიენტები

  • 170 გრამი კარაქი
  • 130 გრამი შაქრის პუდრა
  • 40 გრამი კაკაო
  • 90 გრამი შედედებული რძე
  • 100 გრამი ფქვილი
  • 70 გრამი ნუში
  • 130 გრამი ფხვიერი ნამცხვარი

მომზადება

  1. დაფქვით ნუში ბლენდერში, დააქუცმაცეთ ნამცხვარიც და შეურიეთ ორივე ერთმანეთს. დაამატეთ ფქვილი.
  2. ცალკე შეურიეთ კარაქი, შედედებული რძე, პუდრა და კაკაო. ახლა შეაერთეთ კრემი და მშრალი პროდუქტები. აურიეთ.
  3. გაყავით მთელი მასა ორ ნაწილად. თითოეული მოათავსეთ საკვებ ცელოფანზე და შეახვიეთ ძეხვისებურად. შედგით საყინულეში 2 საათით.

ნაპოლეონი

ინგრედიენტები

  • 600 გრამი ფენოვანი ცომი საფუარის გარეშე
  • 140 გრამი შაქარი
  • 400 მლ რძე
  • 5 გრამი მარილი
  • 5 კვერცხის გული
  • 50 გრამი ფქვილი
  • 300 მლ ნაღები

მომზადება

  1. გააბრტყელეთ ცომი თხლად. შემდეგ გაყავით 5 კვადრატად. თითოეული დადეთ საცხობზე, დაჩხვლიტეთ ჩანგლით, შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
  2. ცომის ჩამონაჭრები გამოაცხეთ და დაანამცეცეთ.
  3. შეურიეთ 70 გრამი შაქარი, რძე და ვანილი. აადუღეთ მთელი მასა.
  4. ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი კვერცხის ცილაში. შურიეთ. დაამატეთ ფქვილი და აურიეთ.
  5. კვერცხის ნარევი ჩაასხით ცხელ რძეში, ათქვიფეთ.
  6. მიქსერით ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მოხარშულ კრემს. აურიეთ.
  7. ააწყვეთ ტორტი 5 ფენისგან. წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაქუცმაცებული ცომი.

ვაფლის მილები

ინგრედიენტები

  • 8 კვერცხი
  • 280 გრამი შაქარი
  • 810 გრამი კარაქი
  • 560 გრამი ფქვილი
  • 860 გრამი შედედებული რძე
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება

  1. შეურიეთ კვერცხი შაქარს, დაამატეთ 560 გრამი გამდნარი კარაქი, ფქვილი და ზეთი. შეურიეთ.
  2. გაახურეთ ელექტრო-ვაფლის საცხობი. დაასხით მასზე 2 სუფრის კოვზი ცომი. დააფარეთ და დააწექით. ცომი რომ გადანაწილდება, გამოაცხვეთ ვაფლი 4 წუთის განმავლობაში.
  3. შეურიეთ შედედებული რძე 250 გრამ კარაქს. მისით ამოავსეთ მილების შიგთავსი.

,,კარტოფილი’’

ინგრედიენტები

  • 300 გრ ორცხობილა
  • 270 გრ შედედებული რძე
  • 100 გრ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი
  • კაკლის ლებნები მოსართავად

მომზადება:

  1. დაფქვით ორცხობილა ბლენდერში
  2. შეურიეთ შედედებული რძე, კაკაოს ნახევარი დაკარაქი, დაამატეთ კონიაკი
  3. ჩაამატეთ ეს მასა ორცხობილაში. მოზილეთ ხელით
  4. გაყავით მიღებული მასა 10 ნაწილად. თითოეულისგან გააკეთეთ კარტოფილი.
  5. ამოგანგლეთ კარტოფილები კაკაოში. დაჭერით ნიგოზი და მორთეთ კარტოფილები

არაჟნის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 8 გრ გამაფხვიერებელი
  • 3 გრ ვანილი
  • 180 გრ შაქრის პუდრა
  • 1 200 გრ არაჟანი
  • 70 გრ მარწყვი

მომზადება:

  1. შეურიეთ შაქარი და კვერცხი, კარგად ათქვიფეთ
  2. შეურიეთ ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი, ჩაუშვით კვერცხიან მასაში და კარგად აურიეთ
  3. ჩაასხით მასა ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით
  4.  ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად
  5. გაჭერით გამომცხვარი მასა შუაზე. თითოეულ მათგანს წაუსვით კრემი. მორთეთ მარწყვით.

თაფლის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 600 გრ შაქარი
  • 150 მლ თხელი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 500 გრ ფქვილი
  • 500 გრ არაჟანი

მომზადება:

  1. დადგით ცეცხლზე დიდი ქვაბი წყლით
  2. პატარა ქვაბში შეურიეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ კარგად. ჩაამატეთ ამ მასას კარაქი, სოდა, ასევე თაფლი
  3. დადგით პატარა ქვაბი შიგთავსით წყლის ორთქლზე 15 წუთით, თან სულ ურიეთ, სანამ ნარევის მოცულობა 2 ჯერ არ გაიზრდება
  4. ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი, აურიეთ კარგად. გადმოდგით ცეცხლიდან
  5. დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი, გაყავით 8 ნაწილად. თითოეული შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით
  6. გააბრტყელეთ ცომი თხლად. თითოეული ნაწილი გამოაცხვეთ ცალკ-ცალკე 180 გრადუსზე 3 წუთის განმავლობაში. ნაპირები ჩამოაჭერით და გააციეთ
  7. შეურიეთ არაჟანი და დარჩენილი შაქარი კრემის მოსამზადებლად
  8. ააწყვეთ ტორტი, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი. დაფხვენით ჩამონაჭრები და მოაყარეთ ზემოდან და გვერდებზე. დადგით ტორტი  ოთახის ტემპერატურაზე  2 საათი. შემდეგ შედგით მაცივარში 8 საათით.

რომიანი კალათები

ინგრედიენტები:

  • 30 გრ საფუარი
  • 360 გრ ფქვილი
  • 120 გრ კარაქი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი რომი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 5 სუფრის კოვზი რძე
  • 500 გრ შაქარი
  • 6 კვერცხი
  • 310 მლ წყალი
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება:

  1. საფუარი გაადნეთ თბილ რძეში, დაამატეთ 1 მწიკვი შაქარი და ფქვილის მესამედი. აურიეთ და დააფარეთ. მასა გაიზრდება 2 ჯერ
  2. შემდეგ ამ მასას დაამატეთ 40 გრ შაქარი, კარაქი, მარილი. მოზილეთ კარგად
  3. დაამატეთ კვერცხი სათითაოდ, თან ზილეთ სულ
  4. ჩაყარეთ ცომში მთელი ფქვილი და დამდუღრული ქიშმიში. მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დატოვეთ 60 წთ
  5. ჩადეთ ამოსული ცომი ფორმებში, თითოეულს წაუსვით კარაქი. დატოვეთ ისევ 20 წუთით
  6. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით
  7. შეურიეთ 100 გრ შაქარი 160 მლ წყალს. დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ სეროფი. რომ გაცივდება, დაამატეთ რომი. ჩაყვინთეთ თითოეული ნამცხვარი სეროფში
  8. 250 გრ შაქარს დაასხით 150 მლ ცხელი წყალი. ხარშეთ ძლიერ ცეცხლზე 3ადუღებიდან 3 წუთის განმავლობაში, დაამატეთ ლიმონის წვენი. გააციეთ სეროფი 70 გრადუსამდე და ათქვიფეთ გათეთრებამდე. მინანქრის შემცველი ჭურჭელი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ თხელი არაჟნის კონსისტენციამდე
  9. თითოეულ ნამცხვარს წაუსვით მინანქარი

 

დესერტი ‘’კიევური’’

ინგრედიენტები:

  • 310 გრ თხილი
  • 3 კვერცხის ცილა
  • 185 გრ შაქარი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 20 გრ ფქვილი
  • 250 გრ ნაღები
  • 75 გრ შაქრის პუდრა
  • 20 გრ კაკაო

მომზადება:

  1. შეწვით თხილი, გააციეთ. 30 გრ გადადეთ. დანარჩენი დააქუცმაცეთ ბლენდერში
  2. ათქვიფეთ ცილა მიქსერით, დაამატეთ შაქარი 100 გრამი. კვლავ ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე. დაამატეთ ვანილი
  3. შეურიეთ დარჩენილი შაქარი 70 გრამ დაქუცმაცებულ თხილსა და ფქვილს. ჩაყარეთ ეს ნარევი ცილოვან მასაში თანდათან.
  4. გაავსეთ საკონდიტრო ტომარა ამ მასით, დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი, დაალაგეთ პერგამენტზე ცომი ცალკეულ პორციებად.
  5. შედგით საცხობი 140 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ნახევარი საათით, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 90 გრადუსამდე. კვლავ აცხვეთ 25 წუთი.
  6. მოხარშეთ შაქრის სეროფი (შაქარი და წყალი 1:1). როცა შესქელებას დაიწყებს, ჩაამატეთ 200 გრამი თხილი. მიიყვანეთ მასა კარამელის კონსისტენციამდე. გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობზე, დააცადეთ გაციება. დაამტვრიეთ ნატეხებად.
  7. ათქვიფეთ ნაღები პუდრასთან, შეურიეთ მისი ერთი მესამედი კაკაოს.
  8. ახლა დადეთ ჭიქის ფსკერზე ბეზეს ფენა. შემდგომი ფენა იქნება ნაღების კრემი კაკაოს გარეშე. მონაცვლეობით დაალაგეთ ფენები ინგრედიენტების დამთავრებამდე. ზედა ფენა უნდა იყოს კაკაოს კრემი. მის ზემოთ კი დამტვრეული კარამელის მასა. მოაყარეთ თხილი.

დღესდღეობით ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია. ამიტომ შეგიძლიათ ეკონომია დაივიწყოთ და მოამზადოთ ეს დესერტები უფრო ხშირად. თუ თქვენც გახსოვთ რაიმე ძველი რეცეპტი, აუცილებლად გაგვიზიარეთ. ესენი კი გაუზიარეთ მეგობრებს!

Loading...