ეს თურქული სამზარეულოს შედევრი სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ. აიღეთ მანდარინის წვენი და დაიწყეთ.

ვის არ უყვარს რაჰათ-ლუხუმი. როცა სინჯავ ამ აღმოსავლურ ნუგბარს, ის გეჩვენებათ ,,ათას ერთი ღამის” მსგავსი: ტკბილი, მწარე, მრავალგვარი დანამატით. ხოლო როცა ახლოდან გაეცნობით, იგებთ, რომ უკვე შეყვარებული ხართ. მისი მომზადება სახლის პირობებშიც მარტივად შეიძლება. გთავაზობთ ლუხუმის სახლში მომზადების რეცეპტს. დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი, ჟელატინის, აგარის, კონსერვანტების და საღებავების გარეშე. ის ნაყიდზე ასჯერ გემრიელი გამოვა.

სახლის რაჰათ-ლუხუმი

ინგრედიენტები

400 მილილიტრი ახალგამოწურული მანდარინის წვენი

3 სუფრის კოვზი შაქარი

3 სუფრის კოვზი სახამებელი

ერთი სუფრის კოვზი კარაქი

ქოქოსის ფანტელები

მომზადება

1. გამოწურეთ მანდარინისგან წვენი, მოაცილეთ რბილობი.

2. ჩაასხით წვენი ქვაბში, დაამატეთ სახამებელი, ჩაყარეთ შაქარი და კარგად გახსენით ინგრედიენტები სათქვეფით.

3. დადგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ ნარევი ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ცეცხლს ჩაუწიეთ და ნარევი ხარშეთ, სანამ საშუალო სისქის ჯემის კონსისტენციად იქცევა.

4. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი და ათქვიფეთ.

5. ლუხუმის ფორმებს წაუსვით კარაქი და მასში ჩაასხით ცხელი მანდარინის მასა. შედგით ნარევი მაცივარში საბოლოო გაციებამდე. სჯობს მთელი ღამით.

6. ფრთხილად გადმოაბრუნეთ რაჰათ-ლუხუმი ფორმებიდან, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.

7. სახლის რაჰათ-ლუხუმი კონსერვანტების გარეშე მზად არის!

საუცხოო თურქული რეცეპტი არავის დატოვებს გულგრილს. ყველაზე მეტად კი ბავშვებს გაახარებს. მისი დამზადება ნებისმიერი წვენისგან შეგიძლიათ. ასევე მასში კაკლის დამატება ან სეზამის მარცვლებში ამოვლებაც შეიძლება. მთავარია, რაჰათ-ლუხუმი არ ვნებს ჯანმრთელობას და არ აისახება ფიგურაზე.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

Loading...