,,ცხიმოვანი” დიეტა: ზუსტად ამიტომ ვიღებ თევზის ქონს ყოველდღიურად – ეს სხვა დიეტებზე ბევრად ეფექტურია

დამეთანხმებით, ძალიან უცნაურად ჟღერს, რომ 900 კილო კალორიის მქონე პროდუქტს შეუძლია ჭარბ წონას ებრძოლოს, მაგრამ ეს მართლაც ასეა! ცხიმოვანი კომპონენტები ხომ ძალიან სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის ეფექტური მუშაობისთვის. სწორედ ისინი გვეხმარება გავხდეთ თანდათანობით, ზედმეტი შიმშილისა და სპორტული დატვირთვების გარეშე – ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი ადამიანისთვის.

ჭარბი წონის მოსაშორებლად ქალები მიმართავენ დაბალცილოვან ან დაბალნახშირწყლოვან დიეტებს, რომელთა შედეგიც მაქსიმუმ ხუთი კილოგრამის მოშორებაა. არცთუ ისე იშვიათად ქალის ორგანიზმი მსგავს დატვირთვებს ვერ უძლებს და ხდება დაკარგული კილოგრამების ჭარბი რაოდენობით ანაზღაურება.

სამეცნიერო გამოკვლევებმა გვიჩვენა შემდეგი: გახდომის მსურველთა საკონტროლო ჯგუფი, რომელიც სპორტით იყო დაკავებული და ყოველდღიურად რვა გრამ თევზის ქონს იყენებდა, ინტენსიურად კარგავდა წონას. ეს სქემა განსაკუთრებით ეფექტურად აისახებოდა ყველაზე პრობლემურ ადგილას – რა თქმა უნდა – მუცელზე.

კამათი თევზის ქონის სწორი დოზირების შესახებ დღემდე გრძელდება, მაგრამ აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა. თუ შენი ზედმეტი წონა არ აჭარბებს თხუთმეტ კილოგრამს, შეიძლება ერთი ან ორი გრამი თევზის ქონის გამოყენება დღეში ორჯერ. თუ ჭარბი წონა აღემატება ხსენებულ ციფრს, დოზირება არ უნდა იყოს დღეში ხუთ-ექვს გრამზე მეტი.

თევზის ქონი გახდომისთვის:

1.საუზმე: შეგიძლიათ მანის გარდა ნებისმიერი ფაფის მომზადება

 

2.სადილი: თავდაპირველი ვარიანტი უნდა იყოს ბოსტნეულის სუფი, მეორე კი – მოხარშული თევზი ან ქათამი გარნირით.

 

3.სამხარი: ამ დროს საუკეთესოა ხაჭო, არატკბილი იოგურტი ან სალათა.

 

4.ვახშამი: უკეთესია მოამზადოთ მოთუშული ბოსტნეული, ომლეტი ან ნებისმიერი რძიანი კერძი თქვენი გემოვნებით

 

5.საღამოს მსუბუქი კვება: ერთი ჭიქა კეფირი ან მაწონი

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თევზის ქონის უზმოზე გამოყენებამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები გამოიწვიოს. ასევე ეს პროდუქტი აუცილებელია მივიღოთ მცირე კურსებით: ყველაზე ხანგრძლივად ოცი ან ოცდა-ხუთი დღის განმავლობაში ოთხ თვეში ერთხელ.

გისურვებთ ეტაპობრივ, ეფექტურ და ჯანსაღ გახდომას. აუცილებლად გაუზიარეთ ეს საქმიანი სტატია მეგობრებს.

Loading...