ჩემს ქმარს ისე მოსწონს ეს ნივრის საწებელი, რომ ვამზადებ, ხელებზე მკოცნის ხოლმე.

ახალი ნივრის მწვანე ღეროებს ბევრი დიასახლისი ყრის. სულ ტყუილად. მათგან შესაძლებელია გემრიელი მარინადის ან შესანიშნავი საწებელის მომზადება. მისი არომატი, გემო და ფერი თავბრუს დაახვევს ნებისმიერ გურმანს.

ვიტამინებით სავსე ნივრის ღეროებისგან საწებელის დასამზადებლად თქვენ დაჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრედიენტი და 10 წუთი დრო. ღირს გასინჯვა!

ინგრედიენტები

  • 500 გრამი ნივრის ღეროები
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1,5 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება

1. გარეცხეთ ახალგაზრდა ნივრის ღეროები და მოაცალეთ გაუხეშებული ნაწილები. რომ გაიგოთ, სად იწყება ისინი, ღერო გადატეხეთ. რბილი ნაწილი იოლად გადატყდება, უხეში კი მთელი დარჩება.

2. გააშრეთ ღეროები ქაღალდის ხელსახოცზე და შემდეგ დაჭერით. მოათავსეთ ბლენდერში, შემდეგ დაასხით ზეთი, მარილი და ათქვიფეთ. გამოვა სურნელოვანი, პიკანტური, ოდნავ მომწარო საწებელი.

3. გადაიტანეთ კონტეინერში ან ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში. დიდხანს ინახება. თუმცა სწრაფად იჭმევა.

ნივრის ღეროების საწებელი უხდება ხორცს, თევზს, ბოსტნეულის რაგუს. შეგიძლიათ უბრალოდ წაუსვათ პურს. პიკანტურ გემოს აძლევს სუპებს, ბორშჩს…

გემრიელად მიირთვით. რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს.

Loading...