ტესტი: რასაც პირველი დაინახავთ, თქვენს საიდუმლო ოცნებას გამოამჟღავნებს

ხშირად მატერიალურად ვფიქრობთ და საკუთარ ნამდვილ სურვილებს მომავლისთვის ვდებთ. დროსთან ერთად ისინი გვავიწყდება, მაგრამ ჩვენს არაცნობიერს მაინც ახსოვს. ჩაიტარეთ ტესტი და მიხვდებით რა გსურთ ცხოვრებისგან სინამდვილეში.

პირველ რიგში რა შენიშნეთ ამ სურათზე?

ხე

გსურთ, რომ ისტორიაში კვალი დატოვოთ. გაწუხებთ აზრი იმის შესახებ, რომ სიკვდილის მერე ადამიანებს არ ემახსოვრებით. ამიტომაც, ცდილობთ შექმნათ ან გააკეთოთ რაიმე დიდი და ღირებული. გახსოვდეთ, პატარა კეთილი საქმეებიც კი ყოველთვის მოგაპოვებინებთ ადგილს სხვების გულებში. ხე, რომელსაც დარგავთ გაიზრდება და ათასი წელი გაახარებს გარშემომყოფებს.

სახე

გსურთ შემოქმედებით დაკავდეთ. შესაძლებელია მარტივი პროფესია გაქვთ, ამიტომაც არ გყოფნით. გამოყავით დრო კრეატიული ჰობისთვის: კერვის სკოლა, სიმღერის გაკვეთილები ან სალსა სამსახურის მერე ცხოვრებას გაგიხალისებთ. დროსთან ერთად, ჰობი დამატებით შემოსავალსაც მოგიტანთ.

ჩიტები

მოგზაურობა თქვენი ოცნებაა. გსურთ გათავისუფლდეთ ვალდებულებებისგან, პასუხისმგებლობისგან და ზრდასრული ცხოვრებისთვის დამახასიათებელი რუტინისგან, რათა იფრინოთ მსოფლიოში ისე, როგორც ჩიტმა. დაიწყეთ იქიდან, რომ ხანდახან მეზობელ ქალაქებს ესტუმრეთ. შემდეგ თქვენთვის უვიზო ქვეყნებს. ასე ნელ-ნელა უფრო მარტივად გადაწყვეტთ მოგზაურობას და ამას უფრო ხშირად გააკეთებთ.

ფუღურო

გსურთ მყუდრო და თბილი სახლის დიასახლისი იყოთ, შეინახოთ სახლის ფასეულობები, მიიღოთ სტუმრები და გასწიოთ ყოველდღიური ცხოვრება ოჯახთან ერთად. მაშინაც კი, თუ ქირით ბინადრობთ, სახლს მაინც გახდით მყუდროს სხვადასხვა დეტალების მეშვეობით. თქვეთან მეგობრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

Loading...