პატიოსანი კოსმეტოლოგი: ნუ გადაყრით ფულს, თვალის შეშუპებას ეს შველის.

ზაფხულში, ისე როგორც არასდროს, გვსურს იდეალურად გამოვიყურებოდეთ. მაგრამ, ერთი პრობლემა იჩენს თავს: როცა გარეთ ცხელა, ორგანიზმს წყლით მუდმივი შევსება სჭირდება, მისი ნაკლებობა შეშუპებას და თვალებთან დასიებას იწვევს.

ყველა ქალს თავისი მეთოდი აქვს ამ უსიამოვნებასთან საბრძოლველად. ზოგი წყლით, ზოგი კი კრემებით და პაჩებით ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას. მაშინ, როცა შედეგი არ გაქვთ, საინტერესო ხრიკს გთავაზობთ:

დაგჭირდებათ

  • 2 თხელი ნაჭერი
  • 4 ს. კ. მარილი
  • ძაფი

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ

აიღეთ ქსოვილის ნაჭერი, დააყარეთ 2ს.კ. მარილი და ძაფით თავი მოუკარით (ხინკლის მსგავსად)

გამოიყენეთ ტომრები გაღვიძების შემდეგ: დაიდეთ თვალებზე და დაწექით 5 – 10 წთ. შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას.

თუ ღელავთ, რომ პროცედურის დროს ჩაგეძინებათ, მაღვიძარა დააყენეთ.