გამოგიყენებიათ დაფნის ფოთოლი სახეზე? აი სიბერის ნ1 მტერი

კარგად გამოხატული გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, კანის საფარის აღდგენა და ანტიოქსიდანტური შემცველობა – ეს ყველაფერი დაფნის ფოთოლზეა თუ მას სახისთვის ვიყენებთ. მცენარე კულინარიაში საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მას საშინაო კოსმეტოლოგიაშიც საპატიო ადგილი უკავია. მასზე დამზადებული ნიღბები და ლოსიონები ძვირადღირებულ საშუალებებს ჩაგინაცვლებთ.

რეგულარული გამოყენებით დაიხურება ფორები, მოხდება კანის ტონიზირება, იქნება უფრო გლუვი, ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას ექნება ადგილი და კანის საფარიც გაუმჯობესდება. დაფნის ფოთოლის სარგებელი სახეზე და კისერზე რთული აღწერო, უნდა იგრძნო.

ნიღაბი სახისთვის

დაჭყლიტეთ 8გ დაფნის ფოთოლი. ჩადეთ მშრალ ჭურჭელში, დაასხით 100მლ ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ 2 ს.კ. შვრიის ფანტელები დანამატის გარეშე. დაახურეთ თავზე და კარგად აანჯღრიეთ.

ცოტახანში დაიდეთ ნიღაბი გასუფთავებულ სახეზე და კისერზე. დაუცადეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.

ნახარში პრობლემური კანისთვის

აადუღეთ 100 მლ წყალი. დაუმატეთ 10გ დაჭყლეტილი დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ 2 წთ. დატოვეთ ნახარში სრულ გაცივებამდე. შემდეგ საცერში გაატარეთ და სითხე ტონიკის მაგივრად სახეზე წაისვით. დღეში ერთხელ მთელი კვირის მანძილზე.

როცა სითხე მთლიანად შეიწოვება, ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით. შემდეგ შეგიძლიათ მაკიაჟიც გაიკეთოთ. ნახარში მაცივარში შეინახეთ.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის

დაჭყლიტეთ 5 დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაუცადეთ 2 სთ . გაატარეთ საცერში და დაუმატეთ 2 ს.კ. სპირტი და ლიმნის წვენი. წაისვით სახეზე დილას და საღამოს.

გაოცდებით, რომ თქვენთვის ნაცნობი პროდუქტი საერთოდ სხვა სახეს გამოაჩენს და სარგებელს მოგიტანთ. დაფნის ფოთოლი სახის კანს აჯანსაღებს და დაბერებისგან იცავს.