14 დღიანი სამედიცინო დიეტა

უამრავი დიეტა არსებობს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება რთულია. ჩვენ წარმოგიდგენთ სამედიცინოს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სწორ და ეფექტურ დიეტად ითვლება.

რა არის სამედიცინო დიეტა?

ის შეიმუშავეს ექიმებმა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გახდომა ოპერაციამდე ან სერიოზულ პროცედურამდე სჭირდებოდა. ის სწრაფი და შედეგიანია, რადგანაც ზედმეტი წონის სწორ მოშორებაში გვეხმარება.

თუ არჩევანს მასზე შეაჩერებთ, იცოდეთ, რომ მისი რაციონი პროდუქტების შეზღუდული რაოდენობით გამოირჩევა. სქემა ძალიან მარტივია – შემოთავაზებულია დაბალკალორიული და ცარიელი დღეები, როცა მხოლოდ წყალი ისმევა. ასეთი სისტემა ცხიმოვან უჯრედებს არღვევს.

სამედიცინო დიეტა ექსტრემალური გახდომის მსურველებში ძალიან სასარგებლოა. მას განტვირთვის დღეებისთვისაც იყენებენ, რადგანაც ის ორგანიზმს წმენდს.

დიეტის პრინციპები
  • სწორი წყლის ბალანსის დაცვა და მხოლოდ უგაზო, სუფთა წყლის მიღება.
  • ძლიერ ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა
  • აუცილებელი ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე
  • ნიკოტინის და ალკოჰოლის აკრძალვა
  • გვიანი ვახშმის გამორიცხვა – უკანასკნელი საკვების მიღება საღამოს 9 საათზე.

თუ მზად ხართ შეზღუდვებისთვის, გაეცანით რეჟიმს:

დიეტის მენიუ

შეგიძლიათ დაიცვათ 7 ან 14 დღე, დამოკიდებულია იმ შედეგზე, რისი მიღწევაც გსურთ. პრაქტიკის მიხედვით პირველ კვირაში ზედმეტი წონის 10 კილო ქრება, ორ კვირაში 15.

მენიუ 7 დღეზე:

დღე პირველი: 1,5 ლ მოხარშული მწვანე ჩაი და 100 გ თაფლი (გაყავით მთელ დღეზე)

დღე მეორე: 600 მლ რძე და 300გ უცხიმო ხაჭო.

დღე მესამე: 1,5 ლიტრი არატკბილი კომპოტი, 250გ ხილისგან მოხარშული.

დღე მეოთხე: 5 მოხარშული კვერცხი და 200მლ ყავა უშაქროდ.

დღე მეხუთე: 0,5 კგ შვრიის ფაფა, მოხარშული წყალზე, საკმაზების გარეშე და ასევე 200მლ ყავა.

დღე მეექვსე: 1,5 კგ მწვანე ვაშლი, სჯობს არატკბილი სახეობა.

დღე მეშვიდე: 1,5 ლ კეფირი.

დიეტის თითოეულ დღეს 500 გრამს დაიკლებთ.

თუ განაგრძობთ და შედეგის გაუმჯობესება მოგინდებათ, შემდეგი კვირის ყველა დღე ასეთ რეჟიმში უნდა გაატაროთ:

08:00: 100 გ უცხიმო ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი და 200 მლ ყავა.

11:00: 200 გ გახეხილი სტაფილო 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთით.

14:00: 50 გ მოხარშული თევზი, 200 გ ჭარხალი და 200 მლ ჩაი.

16:00: საშუალო ზომის გრეიფრუტი.

18:00: 150 გ წიწიბურა, 200 მლ ჩაი და 50 გ მაგარი ყველი.

21:00: 200 მლ უცხიმო კეფირი და 2 ს.კ. მცენარეული ზეთი.

ყოველი დღის მენიუ ერთი და იგივეა. ის მკაცრად უნდა დაიცვათ. ასეთი სისტემა აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და დიეტის დასრულების შემდეგაც შეგანარჩუნებინებთ საჭირო წონას.

სამედიცინო დიეტა გახდომის მარტივი ვარიანტია, და ეფექტურია. მაგრამ, დაწყებამდე, რეკომნდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ან სპეციალისტთან.

Loading...