იმისათვის, რომ შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა, აიღეთ ჩვეულებრივი თერმომეტრი

ამერიკელი მეცნიერი და ექიმი ბროდ ოტო ბარნსი ენდოკრინოლოგიის მიმართულებით კვლევის ჩატარებისას მიხვდა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მაჩვენებელია.

როგორ შევამოწმოთ

საკმარისია ჩვეულებრივი თერმომეტრი.

  1. საღამოს მოამზადეთ თერმომეტრი, ტემპერატურის მაჩვენებელი არ უნდა იყოს 35 გრადუსზე მეტი.
  2. გაღვიძებისთანავე მოათავსეთ ის იღლიის ღრუში და დაუცადეთ 10 წთ. მიღებული რიცხვი თქვენი დილის საბაზისო ტემპერატურაა.
  3. თუ ის 36,5–36,8 °С-ის დიაპაზონშია, მაშინ, ფარისებრი ჯირკვალიც და ზოგადად ორგანიზმიც ნორმალურადაა. მენსტრუაციის ან ორსულობის დროს შესაძლოა ტემპერატურა ნორმიდან უხვევდეს.
  4. თუ 36,5-ზე ნაკლებია, ეს ჰიპოთირეოზზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირებაზე მიუთითებს. გაამახვილეთ ყურადღება სხვა სიმპტომებზე: დაღლილობა, ხშირი თავის ტკივილი და გაციება, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა.
  5. თუ დილის ტენპერატურა 36,8-ზე მეტია, მაშინ, ჯირკვლის მუშაობა დაჩქარებულია. შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი იყოს.
  6. ზუსტი შედეგისთვის ტესტი მიყოლებით 3 დღე ჩაიტარეთ. თუ ცდომილებაა, ენდოკრინოლოგს ესტუმრეთ.

ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გაექეცით სტრესს და აკონტროლეთ კვება. ყურადღება დაუთმეთ მაგნიუმის, ვიტამინების A  და B-ს მიღებას.

კომენტარის დატოვება