ასაკი მიუხედავად, ყველა ქალს სურს სრულყოფილი იყოს. მაგრამ, ფორმაში ყოფნა ყოველთვის არ გამოდის, როცა მხრებზე ბევრი პასუხისმგებლობა გაწევს. თუმცა როცა სურვილი გაქვს, ყველაფერი შესაძლებელია….
“დროსთან ერთად ბევრი საზრუნავი გამიჩნდა, რაც საკუთარი თავის მოვლას მავიწყებდა. სადღაც გაქრა სილამაზე და მხნეობა. განსაკუთრებულად ეს ფეხებს დაეტყოთ…” გვიზიარებს ერთ-ერთი ქალბატონი.
წარმოგიდგენთ ამ პრობლემის გადაჭრას – როგორ გააქროთ შეშუპება ფეხებიდან და ისინი უფრო ლამაზი და ძლიერი გახადოთ.
სწორი ფეხები
გახადოთ ფეხები უფრო ლამაზი სპეციალური გაწელვა დაგეხმარებათ, რომელიც იაპონელმა ტრენერმა ტაკურო მორიმ შეადგინა. ის ხსნის სპაზმებს ზურგის კუნთებზე, ააქტიურებს ცხიმების დაწვას და ადუნებს სხეულს.
დადგით ფეხები ისე, რომ მუხლები გარეთ იყურებოდეს, ტერფები კი შიგნით. ერთი ფეხი დადგით წინ და თითები 30 გრადუსზე მოატრიალეთ. ამ მდგომარეობაში მოხარეთ მუხლი წინ მიმართულებით და გაიმეორეთ სავარჯიშო ორივე ფეხზე ხუთჯერ.
შემდეგ მჯდომარე მდგომარეობაში დაჭიმეთ ფეხი წინ და აწიეთ ფეხის გულები და თითები. შემდეგ ნელა დააბრუნეთ იგივე მდგომარეობაში. გაიმეორეთ პროცედურა ორივე ფეხზე, შენდეგ დაჭიმეთ თითები და მოადუნეთ. გააკეთეთ ათჯერ ორივე ფეხზე.
ასეთი დაჭიმვები რეკომენდირებულია დღეგამოშვებით სულ რაღაც 3 წუთის დათმობით. დაგეხმარებათ მუხლების და სახსრების გახსნაში. არასწორი ჯდომა და სიარული მის დახურვას იწვევს.
მთავარია არამხოლოდ ის თუ როგორ გამოიყურებით, არამედ როგორ გრძნობთ თავს.