1. ტუჩების ბრწყინვალება
ასეთი ორიგინალური შედეგის მიღწევა მარტივია. გაყავით ხელსახოცი ორ თხელ ნაწილად და ერთ–ერთი მათგანი დაიფინეთ ტუჩებზე. გადაუსვით ამ თხელ ფენას სახის პუდრი რბილი ფუნჯით. ცოტა დროის შემდეგ ტუჩები ვერცხლისფერ მომხიბლავ იერს შეიძენს.
2. მოიშორეთ კანიდან ფერიმჭამელები მარილით
კანის ანთების მოშორება უამრავი გოგონასთვისაა დიდი პრობლემა. სახლში შესაძლებელია იპოვოთ ისეთი ნივთიერება, რომელიც ამ საკითხში შეუცვლელი დამხმარეა. გაურიეთ ერთო სუფრის კოვზი მარილი იმდენ წყალში, რომ მასამ მაზის სისქე მიიღოს. შემდეგ წაისვით ეს მიქსი პრობლემატურ ადგილას და აცალეთ გაშრობა. სენსიტიური კანის შემთხვევაში ჩამოიბანეთ 10 წუთში, თბილი წყლით.
3. ტუჩები მკვდარი კანის ნარჩენების გარეშე
თუ დაიღალეთ ტუჩების გაშრობით და მათზე დიდი ოდენობით კრემის წასმაც არ გსურთ, მაშინ ამ ხერხს უნდა მიმართოთ. აიღეთ კბილის სახეხი ჯოხი, დაასველეთ და წაისვით ტუჩებზე ნელა, წრიული მოძრაობით. კანის მკვდარი უჯრედები მალევე მოგცილდებათ, ამის შემდეგ წაისვით გამაჯანსაღებელი ტუჩსაცხი.
4. მაკიაჟის მოშორება სამოსიდან
სამოსზე მაკიაჟის ნაწილის მოხვედრა ყველა ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა. ამის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივი საშუალება გამოიყენოთ. წაუსვით დალაქავებულს წერტილზე საპარსი კრემი, დატოვეთ ასე რამდენიმე წუთი და შემდეგ გარეცხეთ ხელით ან სარეცხის მანქანით.
5. გაისქელეთ თმა კვერცხით
კვერცხი უნივერსალური პროდუქტია და კანთან ერთად, თმის გაჯანსაღებაც შეუძლია. გატეხეთ 2–3 კვერცხი და ჩაასხით ჭიქაში, შემდეგ კი ამ მიქსით დაიბანეთ თმა შამპონის მაგივრად. დაიტოვეთ თავზე ეს მასკა 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაამატეთ ბოლოს ბალზამი. გამოიყენეთ ეს ტექნიკა კვირაში ერთხელ.
6. განაახლეთ მაკიაჟის აქსესუარები
თუ დაიღალეთ სახეზე პუდრისა და მსგავსი საშუალებების წასასმელი ფუნჯების გამოცვლით, მათი განახლებისთვის მარტივი გზა არსებობს. აიღეთ ზეთისხილის ზეთი და შამპონი, აურიეთ ეს მასა ჭიქაში და ჩადევით შიგნით თქვენი ძველი, გამხმარი სახის ფუნჯი. ერთი საათის შემდეგ ამოიღეთ, გარეცხეთ ისე რომ საპონი მთლიანად მოშორდეს, შემდეგ ცხელ წყალში გაავლეთ. ასე მიიღებთ სრულიად ახალ აქსესუარს.
7. მარტივი განახლება
თუ თქვენ საკმარისად ფართო ფუნჯი არ გაქვთ მაკიაჟის სხვადასხვა სახეობის წასმისათვის, ამ პრობლემის გადაწყვეტა ასევე ახალი აქსესუარების ყიდვის გარეშე შეგიძლიათ. უბრალოდ გაშალეთ ფუნჯის ღეროები მარაოს ფორმაში და გაუკეთეთ მას თმის სამაგრი ძირში. ასეთი მეთოდით დამაგრებული ფუნჯი მარაოს ფართო ფორმას შეინარჩუნებს და მას ახალი ფუნქციით მარტივად გამოიყენებთ.