ქალი ძალიან ბევრ ვიტამინს იღებდა, რაც მას ღვიძლის ტოლფასი დაუჯდა

დღესდღეობით ბევრი ადამიანი იწყებს ვიტამინების მიღებას და არც არკვევს, აქვს თუ არა ამ კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში. უმეტეს შემთხვევაში ეს ცარიელი ფულის ხარჯვა და ჯანმრთელობისთვის რისკია.

თანამედროვე სამყაროში რთულია ავიტამინოზი გამოიმუშაო, რადგანაც არის საშუალება მრავალფეროვნად და ბალანსირებულად იკვებო. ვიტამინების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სარგებელი. ხშირად ღვიძლს უქმნის საფრთხეს.

რეალური შემთხვევა

მარტოხელა დედამ, ენი გილბერტოპმა დანამატების და ვიტამინების მიღება იმ იმედით დაიწყო, რომ ისინი სტრესის დაძლევაში დაეხმარებოდნენ. ვიტამინი C რეცეპტის გარეშე იყო ხელმისაწვდომი, ამიტომაც ქალს არ უფიქრია, რომ ის მის ჯანმრთელობას რაიმე ზიანს მიაყენებდა.

ერთხელ ენიმ შენიშნა, რომ მისი თვალის გუგები ყვითელი გახდა. მან ექიმს მიაკითხა, რომელმაც სისხლის ანალიზებზე გაუშვა.

ერთი დღის შემდეგ, გილბერტორპი საავადმყოფოში ღვიძლის დაზიანებისთვის დააწვინეს. ექიმებმა უთხრეს, რომ მას ორგანოს გადანერგვა დასჭირდებოდა. მალე კომაში ჩავარდა. ქალის ოჯახს სთავაზობდნენ გამოსთხოვებოდნენ კიდეც მას. საბედნიეროდ, ღვიძლია ტრანსპლანტაციამ ენი ფეხზე დააყენა. როგორც აღმოჩნდა, პრობლემის მიზეზი დიდი რაოდენობით საკვები დანამატი გახდა.

როგორ ავირჩიოთ სწორი ვიტამინები

მათი ყიდვისას გაითვალისწინეთ:

  • გაექეცით დანამატებს, რომლებიც ნებისმიერი ვიტამინის ან მინერალის დღიურ ნორმას 100%-ზე მეტად გთავაზობენ.
  • შემადგენლობაში შემავალ მცენარეებს სარგებელი არ მოაქვთ და მხოლოდ პროდუქტის ღირებულებას ზრდიან.
  • აირჩიეთ დანამატები, რომლებიც რეთინოლის ან ვიტამინი A-ს 3000-3500 საერთაშორისო ერთეულზე მეტს არ შეიცავენ.
  • ქალები, რომლებიც პოსტმენოპაუზაში არიან, ნახევარვიტამინების მიღება რკინის დღიური ნორმის 50 ან ნაკლები %-იანი წილით უნდა მიიღონ.

ნებისმიერი ვიტამინის შეძენისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ასევე, გაამახვილეთ ყურადღება, რომ მეტი უკეთესს არ ნიშნავს. ხანდახან ზოგიერთი საკვები დანამატის კომპონენტები ორგანიზმს ხელს უშლიან.

კომენტარის დატოვება