რეფლექსოლოგია: ტერფების მასაჟს შეუძლია ზურგის ტკივილი დაგავიწყოთ

რეფლექსოლოგია მედიცინის ალტერნატივაა, რომელისაც თუ სწორად გააკეთებთ, სასარგებლო იქნება. რეფლექსოლოგია იმით გახდა ეფექტური, რომ დაგვარწმუნა ტერფებზე, ხელებსა და ყურებზე ისეთი სისტემებია განთავსებული, რომლებიც მთელს ორგანიზმზე ახდენენ გავლენას. თუ მათზე სწორად იმოქმედებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებთ. რეფლექსოლოგიის ეფექტურობა სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა.

რეფლექსოლოგიას შეუძლია ზურგის ტკივილი განკურნოს. ამისთვის მთავარია ისწავლოთ წერტილები ტერფებზე და შეასრულოთ სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ასეთუ მასაჟი უფრო ეფექტური და სასარგებლოა ადამიანისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ზურგის მასაჟი.

როგორ ვიპოვნოთ ხერხემალი ტერფზე?

ის ტერფების ქვედა, შიდა ზოლზეა დიდი თითდან ქუსლამდე. იმისთვის, რომ მასზე სწორად იმოქმედოთ, საჭიროა მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელით დაიჭიროთ.

კისრის არეში ტკივილის საწინააღმდეგო მასაჟი

მარჯვენა ხელის დიდი თითებით იმოქმედეთ. შეხება ფეხის თითიდან დაიწყეთ, დაიჭირეთ ხელის დიდი თითით და იმოქმედეთ ყველა რეფლექტორულ წერტილზე დიდი თითის დაბოლოებიდან ქუსლამდე.

წელის ტკივილის საწინააღმდეგო მასაჟი

ასეთი მასაჟი შეასრულეთ ქუსლის და კოჭის გარშემო. ძლიერად იმოქმედეთ დიდი თითით ამ წერტილებზე, რათა ყველა რეფლექტური ზონა გააქტიუროთ.

ეს მასაჟი დიდ დროს არ წაგართმევთ. სულ რაღაც 3-5 წთ და გაგანთავისუფლებთ ტკივილისგან. სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ? მოიშორეთ დისკომფორტი.

კომენტარის დატოვება