ასაკთან ერთად, სახეზე უპეები ჩნდება – ლოყები დაბლა იწევს. კანის მსგავსი ცვლილება ადრე თუ გვიან ყველას ემართება. ქალებს რადიკალური ზომების მღება უწევთ, რათა მისი გაჩენა შეაფერხონ.
“ჯიბეები” სახეზე ბევრი მიზეზით ჩნდება. ესაა გრავიტაცია და კუნთების მოდუნება, ჰორმონალური ცვლილებები…. 35 წლის შემდეგ კანში კოლაგენი მცირდება და ელასტიურობას კარგავს. სახის ცხიმიანი ფენა დაბლა იწევს.
სახის გაახალგაზრდავების ლიდერი პლასტიკური ქირურგიაა. მაგრამ, ოპერაცია ამ საშინელ პროცესთან ბრძოლის ერთადერთი გზა არაა. არსებობს მეთოდები, რომლებსაც შეუძლიათ სახის ოვალის დეფორმაციის შეფერხება ქირურგის გარეშე.
როგორ დავჭიმოთ სახის ოვალი
ეს სავარჯიშო რეკომენდირებულია დღეში 3-ჯერ, ყოველ ჯერზე 5-ჯერ.
«ბედნიერი ყვირილი»
მჯდარ ან მდგარ მდგომარეობაში, სწორი ზურგით, გადაწიეთ თავი უკან, ისე როგორც სტომატოლოგის სკამზე. ფართოდ გააღეთ პირი, გამოთქვით ბგერა “ა” 5 წამის მანძილზე. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.ზოგადად, სახის კუნთებზე იშვიათად ვმოქმედებთ. ამ სავარჯიშოს დროს იგრძნობთ, როგორ აქტიურად ამუშავდებიან ისინი.
«საღეჭი რეზინა»
დახარეთ თავი, გაიხედეთ მარჯვნივ, ნიკაპი მარჯვენა მხარის მაღლა მოაქციეთ. 5 წამის განმავლობაში გააკეთეთ პირის წრიული მოქმედება, ისე თითქოს საღეჭ რეზინას ღეჭავთ. გაიმეორეთ მარცხნივ.
«გაშეშებული ღიმილი»
ხელისგულები ლოყებზე დაიწყვეთ, ხელის თითებით პირის კუთხეები დაიჭირეთ. დაიწყეთ გაღიმება და თითებიც ღიმილს გააყოლეთ. 10 წამის განმავლობაში გაჩერდით. ეს სავარჯიშო სახის კუნთების გამაგრებისთვისაა.
მასაჟი მშვენიერი დამხმარეა უპეებთან ბრძოლაში. შეასრულეთ ყოველდღე.
მასაჟი
გაასუფთავეთ სახე, წაისვით მცენარეული ზეთი ან ცხიმიანი კრემი.
შეკარით ხელები ბეჭდის ფორმით.
ნელა მიიტანეთ ყურის შუაში, შემდეგ ჩაწიეთ კისრისკენ. ეცადეთ კანი არ დაჭიმოთ, უბრალოდ გაასრიალოთ ხელი მასზე. გაიმეორეთ მეორე მხარეს.
ჩამოიბანეთ წყლით ან სველი ხელსახოცით. გაიკეთეთ მასაჟი დღეში ორჯერ 10-ჯერ ორივე ლოყაზე. 10 დღის შემდეგ სახის გაახალგაზრდავებას შეამჩნევთ.
სახის ოვალის მსგავსი კორექცია გამაძლიერებელი ნიღბებით მშვენიერ შედეგს გამოიღებს. არ დაგეზაროთ მათი გაკეთება სახლის პირობებში.
50 წლის ასაკში 35 წლის მსგავსად უნდა გამოვიყურებოდეთ. არ იჩქაროთ სერიოზული მსხვერპლის გაღება სილამაზისთვის და ნუ მიისწრაფვით ქირურგისკენ. ეს მსუბუქი სავარჯიშოები დაგეხმარებათ იდეალური სახის ოვალისთვის. რეგულარული კეთებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საერთოდ დაგავიწყდებათ რა არის სახის “ჯიბეები”.