ყველამ იცის, როგორი სახიფათოა მაღალი არტერიული წნევა ორგანიზმისთვის. მისი გართულებებია გულისა და თირკმლის დაავადებები, ინსულტი და სხვა.
მკურნალობა აუცილებელია. მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ მაღალი წნევის დროს აუცილებელი წამალი ხელთ არ გვაქვს?
ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ გთავაზობთ წნევის დაწევის 20 ნაკლებად ცნობილ ხერხს.
როგორ დავაქვეითოთ წნევა სწრაფად და ეფექტურად ტაბლეტების გარეშე?
1. თუ წნევამ აგიწიათ შენობაში, გადით ქუჩაში, ნელა იარეთ 30 წუთი, გააკეთეთ 10 ჩაჯდომი მაღლა აწეული ხელებით.
2. მოუშვით ცივი წყალი და შეუშვირეთ ნაკადს ტერფები 5- 10 წუთით. ამის გაკეთება ხელებითაც შეგიძლიათ. დაასველეთ პირსახოცი ცივი წყლით და დაიდეთ მზის წნულზე [კუჭის მიდამოში] რამდენიმე წუთი.
3. მაცივრის საყინულედან გამოიღეთ ყინულის კუბები, შეახვიეთ ტილოში, დაწექით პირქვე და ცივი კომპრესი დაიდეთ კეფაზე.
4. ყინულის კუბი წაისვით კისრის მალებზე, შემდეგ გაიმშრალეთ კარგად და გაციებულ ადგილზე წაისვით ქაფურის ზეთი.
5. აიღეთ ბამბის პირსახოცი, ჩაასველეთ ვაშლის ძმარში და მთლიანად შემოიხვიეთ ქუსლებზე 10 წუთით.
6. თუ წნევა ნერვული სტრესის ფონზე აგეწიათ, დაწყნარდით, მიირთვით დამამშვიდებელი ჩაი – პიტნის ან მელისასი, დაწექით და დახუჭეთ თვალები. ამბობენ, წვევის დაქვეითებაში კატებიც გვეხმარება.მათგან მომავალი სითბო ამშვიდებს და ადუნებს ადამიანს.
7. შეგიძლიათ ჩაიტაროთ წერტილოვანი მასაჟიც. კისერზე, ყურის ნიჟარის უკან, ყურის ბიბილოს ქვემოთ მდებარე წერტილს დააწექით 10 წამი, შემდეგ თითი გაატარეთ კანზე ლავიწამდე. ამის შემდეგ 1 წუთით დააწექით წარბებშუა წერტილს.
8. სუნთქვითი ვარჯიშები კარგი მეთოდია წნევის დასარეგულირებლად. დაჯექით სკამზე და გაჭიმეთ ზურგი. დაიდეთ ხელი მუცელზე, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაჩერდით რამდენიმე წამი და კვლავ ბოლომდე ჩაისუნთქეთ, 5 წამით სუნთქვა შეაჩერეთ. თანდათან ამოისუნთქეთ ჯერ მუცლიდან, შემდეგ ფილტვებიდან. შეისვენეთ 1 წუთი და გაიმეორეთ იგივე ციკლი 4 ჯერ. გააკეთეთ კიდე ერთი ვარჯიში. ჩაისუნთქეთ ისევე, ამოისუნთქეთ ძალიან ნელა, ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ნელა. გაიმეორეთ 5 ჯერ 1 წუთიანი შესვენებებით.
9. არსებობს სუნთქვითი ვარჯიში პლასტიკური ბოთლის დახმარებით. ბოთლს მოაჭერით ძირი, ცეცხლით მოარბილეთ კიდეები, მიიდეთ ბოთლი სახეზე გადანაჭერით და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ პირით ისე, რომ ნაკადი მოექცეს ბოთლის ყელში. გააკეთეთ 20 ჯერ.
10. წნევის დაქვეითებას იოგაც ეხმარება. ყველაზე ეფექტურია მოღუნული სანთლის პოზა. შეასრულეთ ვარჯიშის იოლი ვარიანტი. პოზაში დაყავით 4 წუთი.
11. აიღეთ 2 ნატეხი რაფინირებული შაქარი და დაასხით 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ჩაიდეთ შაქარი და გაიჩერეთ პირში გადნობამდე.
12. წნევის მომატებისას დალიეთ შარდმდენი ჩაი: კარკადე, მაგარი მწვანე ჩაი, გვირილის, ოხრახუშის თესლის, ბაბუაწვერასი, მატიტელასი…
13. ზოგი კენკრა წნევას წამლებზე უკეთ აქვეითებს, მათ შორის: შავი კუნელი, წითელი კუნელი, მოცხარი, ძახველი. მიირთვით ერთი მუჭა კენკრა, ან დალიეთ 50 მლ წვენი. ზაფხულში გაყინეთ ხილი ზამთრისთვის.
14. წნევის სწრაფი დაქვეითებისთვის დალიეთ 1 ჭიქა ნატურალური ბროწეულის წვენი.
15. ძალიან ეფექტურია ბალახეულის ნაკრები. ცნობილი სამეული: კატაბალახა, … მათი ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით. პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ უზმოზე და ძილის წინ თითო სუფრის კოვზი. წნევის აწევისას დალიეთ ამ ბალახების ჩაი.
16. ჰიპერტონული კრიზის შემდეგ წნევის ნორმალიზებისთვის გააკეთეთ ლიმონისა და ნივრის ნაყენი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 თავი ნიორი და 3 ლიმონი ქერქიანად. დაასხით 1 ლიტრა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დატოვეთ თავდახურული 24 საათით. გადაწურეთ და სვით თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 3 ჯერ დღეში. ნაყენი შეინახეთ მაცივარში.
17. თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ასფურცელა, პიტნა,… 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, დატოვეთ თერმოსში 20 წუთი, მიიღეთ 100 მლ 4 ჯერ დღეში.
18. მრავალი ადამიანი წნევის დასაწევად იყენებს კარავაევის ნაკრებს. მასში შედის მცენარეთა 24 სახეობა, რომლებსაც თანაბარი რაოდენობით ურევენ ერთმანეთში. 10 ჩაის კოვზ ნარევს ასხამენ 1,2 ლ მდუღარეს, დაბალ ცეცხლზე აჩერებენ 2 წუთს და შემდეგ დგამენ 2,5 საათით.
19. აიურვედაში წნევის დასაწევად სანელებლებს იყენებენ. დარიჩინი, ორეგანო, მშრალი ნიორი, კარდამონი, ცერეცო შეურიეთ ერთმანეთს თანაბრად. მაღალი წნევის დროს მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნარევი, მიაყოლეთ 200 მლ თბილი წყალი.
20. ორგანიზმში სითხის ნაკლებობა წნევის მატების მაპროვოცირებელია. ამის თავიდან ასაცილებლად უზმოზე დალიეთ 3 ჭიქა თბილი წყალი. რთულია, მაგრამ დაიწყეთ ერთი ჭიქით და თანდათან მოუმატეთ.
მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ნაჩვენენია უმარილო დიეტა და მაგიდა ნომერი 7.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ჰიპერტონიასთან ბრძოლაში. მოგვწერეთ კომენტარში, როგორ იგდებთ წნევას, თუ წამალი ხელთ არ გაქვთ.
თუ მოგეწონათ სტატია, მოუყევით მეგობრებს. ისინი მადლიერები დაგრჩებიან.