გაციება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. აფთიაქებში მათ საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას ვხვდებით, რაც ხშირად დამაბნეველია. ისინი სხვადასხვა კრიტერიუმებით განსხვავდებიან: შემადგენლობით, ფორმით, დანიშნულებით….
რა შველის გაციებას რეალურად?
გაციების სხვადასხვა სახეობა:
გაციება ან რინიტი შეგვიძლია რამდენიმე ტიპად გავყოთ:
- ინფექციური;
- ალერგიული;
- არც ალერგიული, არც ინფექციური.
პირველი იმუნიტეტის შესუსტების და შემცივნების დროს წარმოიქმნება, როცა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა სუსტდება და მასში ვირუსები და ბაქტერიები აღწევენ. მეორე სხვადასხვა ალერგენის რეაქციაა. აქვე შეიძლება განვიხილოთ ბრონქების ასთმა. მესამე ტრავმის, წამლების, მავნე ნივთიერებებთან კონტაქტის და მტვერის დროს შეიძლება გაჩნდეს.
პრეპარატების ტიპები
პრეპარატების არჩევისას, უნდა იცოდეთ რას კურნავთ. ცხვირში დისკომფორტი უბრალოდ სიმპტომია.
პრეპარატები არსებობს:
- ცხვირის წვეთები. სწრაფი და ეფექტური ხერხი განთავისუფლდეს ცხვირი, მაგრამ ის სიმპტომებს უბრალოდ ნიღბავს.
- ალერგიის რეცეპტორების დამბლოკავი, ალერგიული გაციების დროს. თუ ისინი არ მუშაობს, უფრო ძლიერ საშუალებებზე უნდა გადახვიდეთ.
- ანტიბიოტიკები. გამოიყენება ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრისას. არ შეიძლება მათი მუდმივად გამოყენება, რადგანაც მავნე მიკროორგანიზმები ადაპტირდებიან მათთან.
- ზღვის მარილზე ან წყალზე დაფუძნებული წამლები. მათი პლუსი იმაშია, რომ ნატურალურ კომპონენტებს შეიცავენ და ბავშვებისა და ორსულების გამოჯანმრთელებისას გამოიყენება. მაგრამ, მათ სწრაფი ეფექტი არ აქვთ.
- ბუნებრივი საშუალებები. მათ რეცეპტებს ადვილად მიაგნებთ ინტერნეტში. თუმცა, მოქმედება მეცნიერულად დადასტურებული არაა.
რომელი საშუალებები არჩენს სურდოს?
სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მეცნიერები შეჯერდნენ გრაფაზე, რომელშიც სურდოს საწინააღმდეგო 28 საშუალება მოექცა.
დიდებში ცხვირის გასათავისუფლებლად ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა პრეპარატები, რომლებიც ლორწოვან შეშუპებას ხსნიან.
ანტიბიოტიკების ეფექტურობა ეჭვქვეშაა. ისინი პოტენციურად საშიშ პრეპარატთა ჯგუფში მოხვდნენ.
ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ცხვირის გამორეცხვა.
ნატურალური საშუალებების ეფექტურობა, მაგალითად: თაფლის, ნიორის, ვიტამინი C-ს ან ევკალიპტის სამედიცინო ლიტერატურაში დადასტურებული არაა.
პირიქით, შესაძლოა ზიანის შემცველიც კი იყვნენ. მაგალითად, ნიორი არასწორი გამოყენებით უარყოფით შედეგს გამოიღებს. სწორი დოზის შერჩევა რთულია.