რითია სასარგებლო მუხლებზე სიარული

ეს სავარჯიშო ჩინური მედიცინიდანაა. მას ფართოდ იყენებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, დღევანდელ დღეს ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შეგიძლიათ დღეში მხოლოდ 5 წთ დახარჯოთ და რამდენიმე წლის სიცოცხლე მოიპოვოთ. სურვილის გარდა, დაგჭირდებათ მუხლები, ხალიჩა, რბილი პლედი და სისტემატიურობა.

ახლა კი დეტალურად.  რბილი პლედი ან ხალიჩა თქვენს კანს დაზიანებისგან დაიცავს. მხოლოდ სისტემატიური შესრულებით შეძლებთ ეფექტის მიღებას.

მუხლებზე სიარულის 5 უპირატესობა

  1. ზედმეტი წონის გაქრობა. ეს გახდომის ერთ-ერთი ეფექტური ხერხია.
  2. მხედველობის გაუმჯობესება. თვალის მუშაობაზე ბიოლოგიურად აქტიური წერტილები აგებენ პასუხს, რომლებიც მუხლების არეშიცაა განთავსებული და სწორედ ამ ქმედების შემდეგ აქტიურდება.
  3. წელის გამაგრება. ვარჯიში ამ არეზე ნელა და საფუძვლიანად მოქმედებს.
  4. მუხლების სახსრების ჯანმრთელობა. მუხლებს ახალგაზრდულობა და ელასტიურობა დაუბრუნდებათ.
  5. კუჭისა და ღვიძლის მუშაობის ოპტიმიზაცია. მუხლებში გადის კუჭის ხაზი, ღვიძლისას კი წელში ვხვდებით. ამ მეთოდით ორივე ხაზზე იმოქმედებთ და მათ უკეთეს მუშაობას განაპირობებთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენება, ამიტომაც ჯერ კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.

უკუჩვენებები

  1. ტემპერატურის მომატება.
  2. სახსრების ტრავმა.
  3. ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი.

წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები, როგორ უნდა შეასრულოთ სავარჯიშო სახლში.

ბევრი ადამიანისთვის რთულია დღის მანძილზე გამოყოს დრო ჯანმრთელობისათვის. მსგავსი სავარჯიშო სხეულს იდეალურ ფორმაში შეინარჩუნებს დაკარგული საათების გარეშეც.

კომენტარის დატოვება