ჯანმრთელობის და სილამაზის საკითხებზე ბევრ დროს ვხარჯავთ, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო – ტვინი. ჯანმრთელი ტვინი საშუალებას გვაძლევს ვისწავლოთ და გავიხსენოთ, ვიურთიერთოთ, პრობლემები გადავწყვიტოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. ის პასუხს აგებს გულისცემასა და სუნთქვაზე.
მაგრამ, შესაძლოა ტვინს კოგნიტური შესაძლებლობები შეუმცირდეს და მეხსიერება უკვე 20 წლის ასაკში დაკარგოს. ამიტომაც ჯანსაღი ცხოვრების წესი: ბალანსირებული კვება, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ძილი, მოწევაზე და ალკოჰოლზე უარის თქმა, ტვინის სწორი მუშაობის და კარგი განწყობის მთავარი გასაღებია. საბედნიეროდ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც გვეხმარებიან გავიუმჯობესოთ მეხსიერება, კონცენტრაცია, კორდინაცია და ფიქრის სისწრაფე.
როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება
თურმე, ტვინის 10 წლით გაახალგაზრდავება შეიძლება, თუ ყოველდღე ამ 3 ჩვეულებრივ პროდუქტს მოიხმართ.
გოგრის მარცვლები
ისინი არამხოლოდ დააბალანსებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას და სისხლის მოძრაობას, არამედ მეხსიერებასაც შეინარჩუნებენ. ცილის მაღალი შემცველობის, ვიტამინების და თუთიის გამო, გოგრის მარცვლები ტვინის უჯრედებს არ აძლევენ საშუალებას დაირღვნენ. მიიღეთ დღეში 140გ ნედლი გოგრის მარცვლები – ან ცალკე, ან სალათებსა და ფაფებში.
ოხრახუში
მეცნიერები დიდიხანია შეთანხმდნენ, რომ ოხრახუშის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმის დაბერებას შეაფერხებს და მეხსიერებასაც შეინარჩუნებს. როგორც ცნობილია, ტვინში ახალი ნეირონული კავშირები ჩვენს ინტელექტს აუმჯობესებს. გვეხმარება ვისწავლოთ ახალი ენები და მოვახდინოთ კოორდინაცია.
ოხრახუში დიდი რაოდენობით აპიგენინს შეიცავს, რომლებიც ნეირონულ ხაზებს აღადგენენ. ყოველდღე 50 გ ამ მწვანილის მირთმევა, ცალკე, სალათებში, სმუზებსა თუ სენდვიჩებში, გონების მუშაობას გააუმჯობესებს.
ლობიო, პარკოსანი
თუ ლობიო თქვენი ყოველდღიური მენიუს ნაწილი არაა, დროა მენიუ შეცვალოთ. ეს იდეალური პროდუქტი არ შეიცავს კალორიებსა და ცხიმებს და გონების გახსნაში გეხმარებათ.
პარკოსანი მცენარეები: ლობიო, ბარდა, სოიო, ოსპი, ბევრ რკინას შეიცავენ, ის კი ტვინს კვებავს. კაკაოს მარცვლებში კი ბევრი ანტიოქსიდანტია, ამიტომაც ასაკოვანმა ადამიანებმა დღეში 1 ჭიქა კაკაო უნდა მიირთვან, რათა სკლეროზს თავი აარიდონ.
ამას გარდა, მიიღეთ სხვა მეხსიერების შესანარჩუნებელი პროდუქტებიც: მწვანილი, ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი, კენკრა, თევზი, ზეითუნის ზეთი და მწვანე ჩაი. კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეები მოიწყვეთ, ეცადეთ თქვენი ვახშამი მხოლოდ მსუბუქი კერძებით შემოიფარგლებოდეს.
იფიქრეთ ტვინზე, როგორც კუნთზე, რომელიც უნდა ავარჯიშოთ. ხშირად შეავსეთკროსვორდები, ისწავლეთ ლექსები და ციტატები.