ადამიანებმა უნდა დააფასონ საკუთარი გარეგნობა, რადგანაც უნიკალურები არიან. მაგრამ, ხანდახან, სილამაზის პრობლემები მათში თვითდაჯერებას ადაბლებს და მთელი სამყაროსგან დამალვას ცდილობენ. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ამერიკელი კალი კუშნერი არ დანებდა და კომპლექსებს თავი აარიდა. გოგონამ მოთმინებით დაიწყო გამაღიზიანებელ პრობლემასთან ბრძოლა.
ყველაფერი სკოლაში სწავლის პერიოდიდან დაიწყო. როგორც ბევრ თინეიჯერს, კალისაც სახეზე პატარა გაღიზიანებული ადგილები გაუჩნდა. სიტუაცია მალე გაუარესდა და ყოველდღიურად პრობლემა მწვავდებოდა. მან ყველაფერი სცადა: გაწმენდა ზეთებით, სხვადასხვა დანამატებიანი წყლებით დაბანა, ანტიბიოტიკები, რომლებიც დერმატოლოგმა დაუნიშნა, არაფერი მუშაობდა.
“თქვენ ქმნით სტანდარტებს თუ რა არის ლამაზი, ნურავის მისცემთ საშუალებას სხვანაირად გაფიქრებინოთ!”
ერთ წლიანი ძალისხმევის შემდეგ, ეპოვნათ სათანადო სამკურნალო ხერხი, ერთ-ერთმა დერმატოლოგმა კუშნერს წამლის მიღება ურჩია, რომელიც იზოტრეტინოინს შეიცავდა ვიტამინ C-სთან ერთად. რამდენიმე კვირის შემდეგ, პირველმა სასიამოვნო ნიშნებმა იჩინეს თავი. პროდუქტმა სახისგან ტკივილის გამომწვევი ფაქტორები მოაშთო. რაღაც დროის შემდეგ, გოგონამ მედიკამენტზე უარი თქვა, მაგრამ მდგომარეობამ გაუმჯობესება მაინც გააგრძელა.
22 წლის სტუდენტს მიღწევების სოციალურ ქსელში გაზიარება არ სურდა, რათა ფოლოვერების მიზიდვით პოპულარობას არ ცდილობდა. უბრალოდ მან აკნეზე წარმატების ხერხი გააზიარა. ახლა მას 53 ათასი გამომწერი ჰყავს და დღეში 50-მდე მესიჯს იღებს. კალი მსგავსი მხარდაჭერით გაოცდა. მას სჯერა, რომ მისი მაგალითი სხვებსაც შთააგონებს. გოგონა ღიად საუბრობს, რომ თავს ყოველთვის კომფორტულად არ გრძნობს და ხანდახან საათებსაც ატარებს სარკესთან, რადგანაც მორიდება სძლევს. როცა კანის სურათების გაზიარება გადაწყვიტა, მიხვდა, რომ მარტო არაა და არ უნდა დაიმალოს. აკნე მას ნაკლებად ლამაზს არ ხდის და არაა მიზეზი შერცხვეს საკუთარი თავის.
ინსტაგრამზე მოქმეებს ჰეშთეგი #myskinmatters იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები გავაზიაროთ და თანამოაზრეები ვიპოვნოთ.
25 წლის ზემოთ აკნეს მაპროვოცირებელია სტრესი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ენდოკრინული პრობლემები და აშ.
კალის ისტორია შთაგვაგონებს გვიყვარდეს საკუთარი თავი მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით.