ქეით მიდლტონი 37 წლისაა, თუმცა თავის ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურება. ჰერცოგინია სილამაზის და მოდის საკითხებში სამეფო პროტოკოლის ბევრ წესს იცავს. მათ შორის უმრავლესობა ძალიან მკაცრია.
მას შემდეგ, რაც ქეითი მაკიაჟში ექსპერიმენტებს ვერ აკეთებს, ის თავის ნატურალურ სილამაზეს საუკეთესო გზით გამოხატავს. ეს ეხმარება გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და შთამბეჭდავად. მთავარია კოსმეტიკის გონივრულად მოხმარება.
საიდუმლო 1 – კლასიკური წამწამები
აკურატულად გაკეთებული ზედა წამწამები საუკეთესო კლასიკური გადაწყვეტილებაა. გააკეთეთ ფოკუსი თვალებზე და ამასთან დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. როცა ქეითი ოფიციალურ ღონისძიებებს ესწრება, მუქ ჩრდილს ირჩევს და Smokey eyes ეფექტს მიმართავს.
საიდუმლო 2 – ნატურალური წარბები
წარბების მრავალფეროვანი ტრენდების მიუხედავად, ქეითმა იცის რომ საუკეთესო ფორმა ნატურალობაა. რა თქმა უნდა, ფანქრით მას გარკვეულ ფორმასაც აძლევს, რათა უფრო გამომხატველი გახადოს. ზოგადად, საშუალო სისქის წარბები საუკეთესო არცევანია, რომ არ მიიქციოთ ზედმეტი ყურადღება და ბუნებრივი იერი შეიძინოთ.