იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია. ამაში დიდ როლს თამაშობს კვება, ცხოვრების წესი და ზურგის ვარჯიშები, რადგანაც ჯანსაღი ხერხემალი ამომავალი მზის ქვეყანაში წარმატების სიმბოლოდ ითვლება.
იაპონელები ვერტიკალური ცხოვრების წესს მისდევენ, მათი ჩაი ჩვენსაზე ბევრად უმჯობესია, მოღუნული კისერი კი იქ ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება. წარმოგიდგენთ წესებს, რათა 100 წლამდე იცხოვროთ.
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჩვენ სამსახურში მანქანით მივდივართ, მაშინ როცა იაპონიაში ავტომობილი სიმდიდრედ ითვლება და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეჩვია. ისინი იყენებენ მეტროს, დადიან ფეხით და ზოგიერთი მათგანი კომპიუტერთანაც კი ფეხზე დამდგარი მუშაობს ხოლმე.
სადილის იაპონელები ბოლომდე არ მიირთმევენ და ცოტას ტოვებენ. ამასთან, ჯამი სტანდარტულზე პატარა აქვთ, ნაკლები პორციისთვის.
კლინიკაში უფრო ხშირად დადიან, ვიდრე სილამაზის სალონში
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იაპონიაში უმაღლეს დონეზეა: ამ ქვეყნის მაცხოვრებლები კლინიკას წელიწადში 12-ჯერ მაინც სტუმრობენ.
ჩაი, როგორც ცხოვრების აზრი
იაპონური ჩაი ჩვეულებრივზე ბევრად სასარგებლოა, განსაკუთრებით მწვანე ფხვნილის სახით, რომლის გარეშეც ჩაის ცერემონიალი წარმოუდგენელია.
სავარჯიშო “ოქროს თევზი”
ეს სასარგებლო სავარჯიშო საოცრებებს ახდენს.
იაპონელები დამოკიდებულნი არიან სისუფთავეზე: იბანენ დღეში ორჯერ და არ ეზარებათ არც სახლის, არც სამუშაო სივრცის დალაგება. მაღაზიების პატრონები ყოველთვის რეცხავენ წინ მდებარე ტროტუარებს და აშ.