მარილი ორგანიზმს სჭირდება: ეს მინერალი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებზე აგებს პასუხს. განსაკურებით სასარგებლოა ზღვის მარილი. მაგრამ, ადამიანები იღებენ იმაზე მეტ მარილს, ვიდრე საჭიროა. მიზეზი: სწრაფი კვება და ნახევარფაბრიკატები, რომლებიც ამ კომპონენტს კრიტიკული რაოდენობით შეიცავენ. გემოს რეცეპტორები მარილიანს მალე ეჩვევა და ჩნდება დამოკიდებულება. წარმოგიდგენთ 7 პროდუქტს, რომლებიც საკვებთან უფრო სასარგებლოები იქნებია.
სოიოს სოუსი
აიღეთ მაგალითი ჩინელებისა და იაპონელებისგან. ისინი კულინარიაში მარილის ნაცვლად სოიოს სოუსს იყენებენ. ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და კერძების გემოს აუმჯობესებს. იდეალურია დიეტური რაციონისთვის, აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარების რისკს და სიბერის პროცესს.
სოიოს სოუსის მეშვეობით გამოყენებული მარილის რაოდენობას ყოველ ჯერზე შეამცირებთ: პირველ კერძებში მისი მეოთხედი გამოიყენეთ, სალათებში მეორადი, ხოლო შემწვარ კერძებში მესამედი ნაწილი. ეს ყველაფერი ამინომჟავების დამსახურებაა, რომლებსაც სოუსი შეიცავს. ისინი მარილიანი კერძის მირთმევის შეგრძნებას მოგანიჭებენ.
ლიმონის წვენი და ძმარი
გამოცდილმა კულინარებმა იციან, რომ კერძებში მარილის ნაკლებობა მარტივად კომპენსირდება სითხით: დაამატეთ სადილსა თუ ვახშამს ლიმნის წვენი ან ნატურალური ძმარი და უმარილობას ვერც შენიშნავთ.
ხშირად გამოიყენეთ ვაშლის, ბრინჯის თუ ბალზამის ძმარი ხორცის, თევზის და სალათების მომზადებისას.
ზღვის კომბოსტო
ეს დაბალკალორიული პროდუქტი დიეტური რაციონისთვისაა განკუთვნილი. ამასთან მთელ რიგ სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.
მენიუში შეიძლება გქონდეთ ჩათუშული კომბოსტოც.
ნიახური
ამ ბოსტნეულს ბევრი ორგანული ნატრიუმი აქვს. ეს დაბალკალორიული პროდუქტი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.
შეგიძლიათ კერძებში ჩათუშულ მდგომარეობაშიც დაამატოთ. დაჭერით მისი ფესვი, გაზქურაში ჩათუშეთ და ბლენდერში ერთვაროვან მასამდე მიიყვანეთ. თუ მოისურვებთ, სხვა ჩათუშულ ბოსტნეულთან აურიეთ.
ჩათუშული ბოსტნეული
პრაქტიკულად ყველა ბოსტნეული შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს. ჩათუშვის დროს მათი კონცენტრაცია იზრდება. სუპების და სხვა ცხელი კერძების მომზადებისას ჩაანაცვლეთ ნედლი ბოსტნეული ჩათუშულით.
სუნელები და საკმაზები
კერძებში თამამად დაამატეთ სუნელები, ნიორი, დაფნის ფოთოლი, როზმარინი, ორეგანო, პინპილი, ქინძი, კარი, შალფეი, დარიჩინი, რეჰანი, ქონდარი და სხვა. ისინი ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს გახდიან. ასევე, სუნელები საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებენ და ორგანიზმს ტონუსში ამყოფებენ.