ჭიპი ჩვენი ორგანიზმის საოცარი ნაწილია. თითის ანაბეჭდის მსგავსად, არ არსებობენ ადამიანები ერთნაირი ჭიპებით. სწორედ ჭიპია სიმძიმის ცენტრი სხეულზე. დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭიპის მდებარეობა ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული.
ამ ნიუანსმა შეიძლება გვაჩვენოს რამდენად სწრაფად შეგვიძლია სირბილი ან ცურვა. აფრიკული წარმომავლობის სპორტსმენები ხშირად იგებენ სირბილში შეჯიბრს, რადგანაც ევროპელებთან შედარებით მაღალი ფეხები აქვთ და ჭიპიც 3 სმ-ით მაღლა.
ჭიპი საკრალური ადგილია. მეცნიერება ადასტურებს, რომ მასზე მოქმედებით შინაგან ორგანოებზე მოვახდენთ გავლენას. აი როგორ ხდება ეს პრაქტიკაში…
როგორ გამოვიყენოთ ეთერული ზეთი
ჭუჭყის მოსაშორებლად
მეცნიერები ამბობენ, რომ ჭიპი ადამიანის სხეულის ყველაზე ჭუჭყიანი ნაწილია. ამიტომაც, შხაპის მიღების წინ აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ ეს ზონა ჟოჟობას ან ყურძნის ეთერული ზეთის მეშვეობით. სჯობს ამ მიზნით ბამბის ტამპონი გამოიყენოთ.
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად
გასაოცარია, მაგრამ ეს მუშაობს. ეთერული ზეთი დაგეხმარებათ გამოასწოროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედება. დიარეის, გულისრევის დროს აურიეთ პიტნის ეთერული ზეთი ძირითად ზეთს. მიღებული მასა ჭიპზე დაისხით.
მენსტრუაციის დროს ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად
თუ ამ დროს ტკივილი გაწუხებთ, რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი წაისვით: კვიპაროსის, შალფეის ან ჯანჯაფილის. ცოტახანი ზურგზე დაწექით, სანამ სპაზმები არ დაცხრება.
ნაყოფიერების ამაღლებისთვის
ეთერული ზეთის რეგულარული გამოყენება აამაღლებს ნაყოფიერებას როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ამისთვის მოამზადეთ ნარევი: 5 წვეთი ძირითადი ზეთი და 2 წვეთი შალფეის ეთერული ზეთი.
წაისვით ჭიპზე. მისი შემადგენლობა მოდუნებას შეუწყობს ხელს, ჰორმონების და სპერმის გამომუშავებაზე მოახდებს გავლენას და მენსტრუალურ ციკლს დაარეგულირებს.