პირშუშხა მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც კომბოსტოს ოჯახს მიეკუთვნება. პროდუქტს ხმელთაშუაზღვის წარმომავლობა აქვს. პრაქტიკული გამოყენება მოეძებნება არამხოლოდ მის ფესვებს, რომელსაც საკმაზებში აქტიურად იყენებენ, არამედ ფოთლებსაც. რითი დაიმსახურა პირშუშხამ ხალხის სიყვარული?
ფოთლები
სხვა მწვანილების ფოთლებს შორის, პირშუშხას ფოთლები მკვებავი ფუნქციით გამოირჩევა. ისინი შეიცავენ ვიტამინ B-ს, C-ს, E-ს და PP-ს. ამასთან, მათში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი და სელენი.
ფიტონციდები საშუალებას გაძლევთ, მისი ფოთლებით სხეული მავნე მიკროორგანიზმებისგან დაიცვათ. ასევე, სამკურნალო თვისებების წყალობით ორგანიზმს მარილების ნალექებისგანაც გაანთავისუფლებთ. ამისათვის ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა: ძილის წინ აიღეთ პირშუშხას 2 დიდი ფოთოლი, ჩადეთ მდუღარე წყალში, დაიდეთ ზურგზე და შეიხვიეთ ქსოვილით. თუ სუსტ წვას გრძნობთ, ნორმალურია. დამწვრობა შეუძლებელია.
დილით ნაზად მოიხსენით ქსოვილი და ფოთლები. ისინი ორგანიზმიდან მარილს შეიწოვდნენ. დაადგინეთ, რომელ ადგილებში უფრო მეტი მარილი გაქვთ დაგროვილი და კომპრესის პროცედურა მაგ ნაწილებზე გაიმეორეთ, სანამ ფოთლები მარილის შეწოვას არ შეწყვეტენ.
ზოგადად, პირშუშხას ფოთლები უნიკალურია იმით, რომ პირდაპირ ფორებიდან იწოვს მარილს. ამიტომაც ამ ხელმისაწვდომი პროდუქტის არგამოყენება სისულელეა.
პირშუშხას ფოთლების ნაყენი ზურგის და სახსრების ტკივილს შველის. უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა, მწვანე ფოთლებისგან. მოათავსეთ შუშის ქილაში და დაასხით სპირტი ან წყალი. ნაყენი ორი დღე გააჩერეთ ბნელ, ცივ ადგილას, რის შემდეგად უნდა დაიმუშავოთ მტკივნეული ადგილები.
კუნთების და სახსრების ტკივილები ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს. მაშინ, როცა ტრადიციული მედიცინა სწრაფ დადებით შედეგს ვერ დებს, ნატურალური საშუალება უნდა გამოიყენოთ. პირშუშხა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც უამრავ გამოყენებას მოუძებნით.