ბევრი წლის განმავლობაში ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი სამკურნალო თვისებებით ლიდერობენ. იგივე შეიძლება ითქვას ქურქუმაზე. ჯანჯაფილის “ნათესავი” აზიის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა მოხდება თუ ამ საოცარ პროდუქტებს შევურევთ? მივიღებთ ძლიერ სამკურნალო სასმელს, რომელიც ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა და იმუნიტეტის გაძლიერებით დაავადებებისგან დაგვიცავს.
ნატურალური ტონიკი
ამ სასმლის თითოეული ინგრედიენტი საკუთარი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც ერთიანობაში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენენ.
ხახვი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ეს პროდუქტი ორგანიზმის დეტოქსიკაციას ახდენს და მავნე უჯრედების წარმოქმნას ხელს უშლის.
იმისთვის, რომ ზამთარში ავად არ გავხდეთ, საჭმელში ნიორი რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ. ნიორში უამრავი ვიტამინი, სასარგებლო ზეთი, ამინომჟავა და ალიცინია, რომლებიც ბაქტერიებსა და სოკოებს გააქრობენ.
ჯანჯაფილი ანტიბაქტერიული და ანტივირუსულია. მისი სასარგებლო შემცველობა ნებისმიერი დაავადების დროს დაგეხმარებათ. მცენარე ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის განვითარებას, ამცირებს წნევას და გახდომაში გეხმარებათ.
ქურქუმა არამხოლოდ ეგზოტიკური სუნელი, არამედ შესანიშნავი ანტიბაქტერიული საშუალებაა. საკმარისია ცოტაოდენი რაოდენობით იარაზე ან ნაკაწრზე დაიდოთ, რომ შეხორცების პროცესი დაჩქარდება. ამ მცენარის ფესვები მდიდარია ეთერული ზეთებით, შეიცავენ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს.
ამ სამკურნალო სასმლის კიდევ ერთი “კოზირი” წითელი წიწაკის დამატებაა. ის ქურქუმას მოქმედებას ორჯერ გაზრდის.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. ქურქუმას ფხვნილი
- 700 მლ ორგანული ვაშლის ძმარი
- 1/4 ჭიქა დაჭყლეტილი ნიორი
- 1/4 ჭიქა დაჭყლეტილი ხახვი
- 2 მწარე წიწაკა
- 1/4 ჭიქა გახეხილი ჯანჯაფილი
- 2 ს.კ. გახეხილი პირშუშხა
მომზადება
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ქურქუმას გარდა შუშის ქილაში.
დაასხით ვაშლის ძმარი, რათა ქილა ბოლომდე აივსოს.
კარგად დააფარეთ თავსახური და რამდენჯერმე აჯანჯღარეთ.
ქილა 2 კვირით მშრალ, ცივ ადგილას მოათავსეთ და დღეში რამდენჯერმე აჯანჯღარეთ.
2 კვირის შემდეგ გაცერით.
მიღებული ნაყენი გამოყენების პერიოდში მაცივარში ინახეთ.
მიღება
1 ჩაის კოვზს შეგიძლიათ დაუმატოთ ზეითუნით ზეთი და სალათა მიღებული მასით გააჯეროთ.
იმუნიტეტის გაძლიერებისთვის და გაციებისთვის 1 ს.კ. მიიღეთ ყოველდღე.