იცოდით, რომ ერთი ყურსასმენის ხშირი მოხმარება ყურში ბაქტერიების რაოდენობას ზრდის. ზოგიერთი ნივთი მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა მოიხმაროთ.
1. ფრჩხილის მკვნეტარა
მათზე დიდი რაოდენობით ბაქტერია და ვირუსია. ჩვეულებრივი მკვნეტარა შესაძლოა ინფექციის გავრცელების მიზეზი გახდეს. ამიტომაც ნუ გამოიყენებთ სხვისას.
2. საყურეები
ადვილია გაგიმწვავდეთ ინფექცია მეგობრის საყურის გაკეთებისას. თუ მაინც ითხოვებთ, ალკოჰოლით გაწმინდეთ.
3. ტუჩის ბალზამი
ყურების მსგავსაც, ტუჩებშიც სისხლძარღვებია. ჰერპესი შესაძლოა სხვისი ტუჩის ჰიგინეური ტუჩსაცხის გამოყენებამ გააჩინოს.
4. პინცეტი
თუ სხვის პინცეტს რამდენიმე ღერის ამოსაღებად გამოიყენეთ, საშიში არაა. მაგრამ, ბევრის თმის შემთხვევაში, შეიძლება დაავადების პროვოცირებაც კი მოახდინოს. გაწმინდეთ ალკოჰოლით.
5. დეზოდორანტი ბრუნვადი თავით
ამ ნივთმა შესაძლოა ინფექციები გაატაროს. განსაკუთრებით, გაპარსვის შემდეგ მოხმარებისას.
6. მყარი საპონი
საპონს მოხმარების შემდეგ მიკროორგანიზმები ფარავს. არამხოლოდ მიკრობები, არამედ საშიში ვირუსებიც. ამიტომაც, გამოიყენეთ თხევადი საპონი ან იქონიეთ მდგრადი მხოლოდ თქვენთვის.
7. სავარცხელი
სხვისთვის თხოვება ან სხვისი სავარცხლის გამოყენება პარაზიტების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
8. პირსახოცი
პირსახოცთან არასწორი დამოკიდებულება გამოიწვევს აკნეს, კონიუნქტივიტს და გამონაყარს. რისკების შემცირებისთვის გარეცხეთ საკუთარი პირსახოცი 4-5 გამოყენების შემდეგ.
9. ღრუბელი
ღრუბელი გამოყენებებს შორის ბოლომდე გაშრობას ვერ ასწრებს. არ გაუზიაროთ იგი სხვას დაა გააშრეთ ბოლომდე.
10. მაკიაჟის ფუნჯები
მაკიაჟის პროდუქტების გაზიარებას ერიდეთ, განსაკუთრებით: თვალის ფანქარი, ფუნჯები, კონსილერი, ტუჩსაცხი, პუდრა.
11. ყურსასმენები
სხვისი ყურსასმენის გამოყენებამ შესაძლოა ყურებში ბაქტერიების ზრდა გამოიწვიოს. რისკი გაიზრდება თუ მას ვარჯიშამდე გაიკეთებთ, რადგანაც ოფლი უფრო ნეგატიურად იმოქმედებს. მათი გაზიარებისას იცოდეთ რომ ტკივილი და ინფექციები მოსალოდნელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ალკოჰოლით გაწმინდეთ.