ახალგაზრდებში 4 გოგონადან 3 ხშირად გინეკოლოგთან ვიზიტზე უარს ამბობს, რადგანაც არაფერი ააწუხებს ან რცხვენია. ქალბატონებო, ამ სტატიის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებით საკუთარ ჯანმრთელობაზე.
1. დაკვირვების პრობლემა
ღია ფერის გამონადენი, მაშინ როცა ციკლი არ გაქვთ – ეს შეიძლება საკვერცხეებში კისტამ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოტოვებამ ან უბრალოდ სტრესმა გამოიწვიოს.
მნიშვნელოვანია იზრუნოთ საკუთარ თავზე, მიიღოთ ცხელი აბაზანა, გაიკეთოთ მასაჟი და გახსოვდეთ ჯანმრთელობის მნიშვნელობა. თუ სტრესი არ გაქვთ, დაფიქრდით რამ შეცვალა ჰორმონები და გაესაუბრეთ გინეკოლოგს.
2. ვაგინიტის რისკი
ვაგინიტი ანთების ფორმაა, რომელსაც ტკივილის, სუნის, ქავილის გამოწვევა შეუძლია. ის შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული და ყოველთვის ინფექციის მატარებელი არაა.
ტამპონები, საპნები, საპოხი მასალა – მათაც შეუძლიათ არაინფექციური ვაგინიტის გამოწვევა. დარწმუნდით რომ ნატურალურ პროდუქტებს იყენებთ.
3. სიმშრალის დისკომფორტი
ამას ჰორმონალური დისბალანსი, მშობიარობა, ძუძუთი კვება მენოპაუზის ხანგრძლივობა იწვევს. გამოსავალი მარტივია: ნატურალური საპოხი მასალები სიმშრალეს გააქრობს.
4. კისტას რისკი
კისტა რაღაც დროის მერე ქრება. საუკეთესო საშუალება 15 წუთიანი დასაჯდომი აბაზანაა. მაგრამ თუ კისტა ინფექცირებულია, მიმართეთ ექიმს.
5. ვიწრო და სინთეტიკური ტრუსების საფრთხე
ვიცით რომ ვიწრო ტრუსები ლამაზია, მაგრამ მათ ინფექციის გამოწვევა შეუძლიათ. ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოდა! ყოველთვის შეამოწმეთ რა მასალითაა დამზადებული თქვენი საცვლები. პრობლემები შესაძლოა სინთეტიკური ტრუსის ჩაცმიდან დაიწყოს.
6. დაბანა
დასაბანი საშუალება ხილის არომატით მოისროლეთ და ნატურალური, უსუნო საპონი და პროდუქტები აარჩიეთ, რომლებიც სპეციალურად თერაპიული და ინტიმური ჰიგიენისთვისაა განკუთვნილი.
7. ცუდი სუნი შესაძლოა მიღებული საკვების ბრალი იყოს
ქალის სასქესო ორგანოს ცუდი სუნი შესაძლოა საჭმელზე იყოს დამოკიდებული. ცუდი საკვები ორგანიზმზე ცუდად აისახება.
8. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საფრთხე
მსოფლიოში ყოველდღურად მილიონობით ადამიანი ავადდება შიდსით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგეთ და ექიმი დროდადრო მოინახულოთ. ბევრი ინფექცია შეუმჩნეველია რადგანაც სიმპტომები არ აქვს.
9. გაუზრდელი თმისგან გამოწვეული პრობლემა
თმის ჩაბრუნებას იწვევს ამ ზონის ახევა, მოგლეჯა და გაპარსვა. ამ პრობლემის გადაჭრისთვის შეწყვიტეთ გაპარსცა, მიიღეთ თბილი აბაზანა და კონკრეტული ადგილი ნაზად გაიწმინდეთ ნაჭრით რათა მკვდარი უჯრედები და ჩაბრუნებული თმა მოიშოროთ.
10. ვულვას რისკი
მწვავე ტკივილს ვარჯიში და ინტიმური აქტივობაც იწვევს. მიღეთ აბაზანა ეპსომის მარილით და ყინულით და ტკივილიც გაქრება.