ეს ვარჯიშები 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის აუცილებელია. აი მიზეზები

ყველანი ვეძებთ სიმშვიდეს და ვილტვით ჰარმონიისკენ საკუთარ თავთან თუ სამყაროსთან. თუმცა, მილიონი ფაქტორი არსებობს, რომელიც ამაში ხელს გვიშლის: სტრესი, ტკივილი, უსიამოვნება, უარყოფითი ფიქრები და ბევრი სხვა. მხოლოდ მათი დამარცხებით შეძლებთ ჰარმონიის მიღწევას. ერთ-ერთი ხერხი, რაც ამაში დაგეხმარებათ, იოგაა.

წარმოგიდგენთ სავარჯიშოს, რომელიც გაგანთავისუფლებთ სტრესისგან, დაძაბულობისგან და ზურგის ტკივილისგან.

იოგა ზურგისთვის

ეს პოზა იოგის ერთ-ერთი ასანაა, რომელსაც სხეულზე კომპლექსური ეფექტი აქვს. ის გაგათავისუფლებთ სტრესისგან, შეგმატებთ ძალას და განგტვირთავთ. თუ მას რეგუარულად შეასრულებთ ზურგის ტკივილი გაქრება.

ეს პოზა სიმშვიდის, თავდაჯერების და მოდუნების შეგრძნებას მოგანიჭებთ, ამიტომაც სტრესულ სიტუაციებშიც რეკომენდირებულია. რეგულარული გამეორებისას უფრო მეტ სიმშვიდეს შეიძენთ.

ასევე “მალასანა” გამოფხიზლებაში და ტვინის მომართვაში დაგეხმარებათ. ქალების შემთხვევაში ის დაარეგულირებს არეულ ციკლს. ის სხეულის ასაკობრივ ცვლილებებზეც მოქმედებს: მაგალითად ზედმეტ წონაზე.

ასანები საშუალებას მოგცემთ გათავისუფლდეთ ართრიტისგან და იგრძნოთ სიმსუბუქე სახსრებში. ეს ყველაფერი კი 1 სავარჯიშოს წყალობით. მოდი გავარკვიოთ, როგორ გავაკეთოთ ის სწორად.

დადექით სწორად, ფეხები თეძოების გასწვრივ დააწყვეთ. შეატრიალეთ ფეხის ტერფები, შემდეგ ნელ-ნელა ჩაჯდომა დაიწყეთ. უკანატანი მაქსიმალურად უნდა მიუახლოვოთ იატაკს და ქუსლები მყარად გედგათ, არ აიწიოთ.

მუხლები მაქსიმალურად განზე გაწიეთ. იდეალურ შემთხვევაში ფეხის ტერფებს უნდა გაუტოლდნენ. ხელები წინ ერთმანეთს შეატყუპეთ და იდაყვებით მუხლის შიდა მხარეს მიადეთ. ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად.

მნიშვნელოვანია იგრძნოთ საკუთარი სხეული. ამ ასანაში სუნთქვის 5-10 ციკლი უნდა გაჩერდეთ. ხელების განთავისუფლების შემდეგ აიწიეთ მაღლა და დაისვენეთ.

თუ ქუსლებს იატაკზე ვერ აჩერებთ, ფეხების ქვეშ პირსახოცი დაიდეთ. დაძაბულობა არ უნდა იგრძნოთ, მსუბუქად უნდა იყოთ. ეცადეთ ყველა ამოსუნთქვაზე დაბლა დაეშვათ.

ამ ვიდეოში ნახავთ როგორ გააკეთოთ სწორად:

მისი გაკეთების შემდეგ იგრძნობთ როგორ აივსებით ენერგიით. სტრესი და დაძაბულობა გაივლის.

კომენტარის დატოვება