როგორ მოვიშოროთ სახიდან შავი წერტილები, ანუ ფერიმჭამელები?

გოგონების უმრავლესობისთვის სახის კანზე, განსაკუთრებით კი ცხვირზე და მის მიდამოში გაჩენილი შავი წერტილები ნაცნობი პრობლემაა. მათი მოშორება არაერთი გზით გიცდიათ, თუმცა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რას წარმოადგენენ ისინი და რატომ ჩნდებიან?

დღეს სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს და ასევე წარმოგიდგენთ იმ გზებს, რომლის წყალობითაც თქვენი კანის დაცვას შეძლებთ მსგავსი სახის უსიამოვნო წარმონაქმნებისგან.

კანის პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც მის უჯრედებს სუნთქვის საშუალება ეკარგებათ, რადგან მათში სხვადასხვა სახის დამაბინძურებელი ნაწილაკები გროვდება და იჭედება. მსგავსი პროცესებისთვის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ სწორედ ცხვირის სენსიტიური კანი ექცევა.

რა იწვევს შავ წერტილებს?

  1. გენეტიკა: თუ თქვენს რომელიმე წინაპარს კანის მსგავსი პრობლემა ჰქონდა ან აქვს, ის თქვენს თაობასაც აუცილებლად გადმოეცემა.
  2. ზეთიანი კანი.
  3. ჰორმონების დისბალანსი
  4. არასწორი კვება
  5. კანის მოვლის ცუდი პროცედურები
როგორ უნდა მოვუაროთ კანს?

პირველ რიგში, გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს ზეთებს. კოსმეტიკის გამოყენების შემთხვევაში, დღეში დაიბანეთ სახე მინიმუმ 2–ჯერ. განსაკუთრებით საჭიროა სახის წყლით ჩამობანა ვარჯიშის შემდეგ. თავი აარიდეთ ისეთ პროცედურებს, რომელიც სახის კანის ზელვას ითვალისწინებს.

თუ შავი წერტილების ზედმეტად დიდი რაოდენობა გამოგესახათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგისტს. ნორმალურ სიტუაციაში კი ქვემოთ მოცემული საშუალებები შეგიძლიათ სცადოთ:

ჩაის ხის ზეთი

პირველ რიგში დაიბანეთ სახე და დააცადეთ კარგად გაშრობა. არ გაიმშრალოთ პირსახოცით, გახსენით ჩაის ზეთის 2 წვეთი 2 სუფრის კოვზ წყალში. გამოიყენეთ ამ მასის სახეზე წასმა უნდა მოხდეს ბამბის ნაჭერით.

ეს უნდა გააკეთეთ ყოველდღე ეს პროცედურა დაძინების წინ. ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიულ სითხეს წარმოადგენს, რომელიც კანის უჯრედებში ბაქტერიების დაგროვების პროცესს უშლის ხელს.

ვაშლის ძმარი

თქვენ დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ორი სუფრის კოვზი გამოხდილი წყალი და ბამბის საწმენდი ნაჭრები. გაიმშრალეთ სახე კარგად, აურიეთ ზემოთხსენებული მასა კარგად და გაიწმინდეთ სახე ამ მიქსით.

აცადეთ გაშრობა და შემდეგ წაისვით სახის დამარბილებელი კოსმეტიკური საშუალება. ეს უნდა გაიმეოროთ დღეში 2–ჯერ. ასეთი სახის კანის მოვლა მისი უჯრედების შეშუპებას ეწინააღმდეგება.

მოწევისთვის თავის განებება და ჯანსაღი კვების წესის შერჩევა ასევე მნიშვნელოვანი დახმარება იქნება თქვენი სახის კანისთვის. ტკბილი ან ცხიმიანი კერძები ყველაზე ძაან უწყობს ხელს შავი წერტილების წარმოქმნას.

კომენტარის დატოვება