ნაოჭები, გაფართოებული ფორები, შავი წერტილები, გამონაყარი… ქალები ამ პრობლემას ხშირად აწყდებიან. წარმოგიდგენთ გამაახალგაზრდავებელ რეცეპტს.
ნიღბები სახისთვის ვიტამინებით
თუ გადაწყვეტთ ნიღაბი აფთიაქის ვიტამინებით მოსინჯოთ, მათი გამოყენების წესებს გაეცანით:
ვიტამინების უმრავლესობა ამპულებში ან დახურულ კაფსულებში იყიდება. ღია ფორმაში ისინი ჟანგბადთან შედიან რეაქციაში, ამიტომა გახსნისთანავე უნდა მოიხმაროთ. არ შეინახოთ დიდიხნის წინ გახსნილი კაფსულა!
არ გამოიყენოთ რამდენიმე ვიტაიმინი ერთ ნიღაბში. გამონაკლისი შეიძლება იყოს ვიტამინები A და E, ისინი ერთმანეთს ეხამებიან.
იმისთვის, რომ გაექცეთ ალერგიულ რეაქციებს, ნიღაბი მაჯაზე შეამოწმეთ. სიწითლის შემთხვევაში აღარ გამოიყენოთ.
სანამ საშინაო ნიღაბს გამოიყენებთ, სახე კოსმეტიკისგან და დაბინძურებისგან საგულდაგულოდ გაისუფთავეთ. გამოიყენეთ თუნდაც სკრაბი.
დიდი რაოდენობით სახლში მომზადებული კოსმეტოლოგიური საშუალებები არ გამოიყენოთ. კვირაში 2-3ჯერ ოპტიმალური ვარიანტია.
რეთინოლი, ტოკოფეროლი და სხვა ვიტამინები სუფთა მდგომარეობაში არ გამოიყენოთ!
რომელი ვიტამინები უნდა შეუხამოთ
ვიტამინი А
იგივე რეთინოლი. შეუხამეთ მხოლოდ ვიტამინ Е -ს. სჯობს ვიტამინი A ღამით გამოიყენოთ.
ვიტამინი Е
გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და ანელებს კანის დაბერებას. ყველაზე წარმატებული შეხამებაა ვიტამინი C. ამ კომბინაციით საუკეთესო მზისგან დამცავ ეფექტს მიიღებთ. მის მოქმედებას ასევე აძლიერებს ვიტამინი E, თუთია და მაგნიუმი.
ვიტამინი С
უმჯობესდება კანის უჯრედების ჟანგბადით შევსება, ძლიერდება საზღვრები. ეს ვიტამინი ებრძვის ნაოჭებსა და პუგმენტურ ლაქებს. მისი საუკეთესო მეწყვილე იქნება ვიტამინი P
В ჯგუფის ვიტამინები
ამ ვიტამინების სწორი გამოყეების წესია: დაიცვათ დოზა! საშინაო ნიღბებისთვის ისინი ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მიიღოთ.
კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ნაოჭების ალაგებისთვის მოამზადეთ ნიღაბი ვიტამინი E თი და გლიცერინით. თუ გლიცერინის მაგივრად კაკაოს ზეთს აიღებთ, ანთების საწინააღმდეგო მშვენიერ საშუალებას მიღებთ, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტუჩის ბალზამი.
ნიღაბი ვიტამინი Е-თი და გლიცერინით
აურიეთ 0.5 ჩ.კ. ხსნარი, ვიტამინი E, 1 ჩ.კ. ცხიმიანი თაფლი, 1 ჩ.კ. გლიცერინი. დაიდეთ ნიღაბი თნაბრად სახის კანზე და 20-25 წთ გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
იმისთვის, რომ კანი ბრწყინავდეს და ჯანსაღი იყოს, არამხოლოდ აგრეგნულად უნდა კვებოთ, არამედ შინაგანადაც. მიხედეთ რაციონს, დაამატეთ ბოსტნეული და ხილი.