შაქრის დიაბეტის წარმოქმნის მთავარი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა: დაავადებულის ორგანიზმი საჭირო რაოდენობის გლუკოზას თავისით ვერ ითვისებს. ამიტომაც, დიაბეტის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია სწორად კვება.
რომელი პროდუქტები უნდა მივირთვათ შაქრის დიაბეტის დროს? ბევრი მათგანის გამოყენება ხომ აკრძალულია…. შეგიძლიათ საყვარელი საკვები მათი ანალოგებით ჩაანაცვლოთ.
გლუკოზის ნორმალური რაოდენობისთვის საჭიროა უარი თქვათ პროდუქტებზე, რომლებიც დიაბეტის დროს ნივთიერებათა ცვლას საფრთხეს უქმნის.
უარი თქვით შაქარზე, კარამელზე, შოკოლადზე, ნაყინზე, მურაბაზე, იოგურტზე, ცხიმიან რძის პროდუქტებზე, ხორცის ბულიონზე, ალკოჰოლურ სასმელსა და ცომეულზე.
დიაბეტით დაავადებულებისთვის მთლიანად აკრძალული პროდუქტებია: ცხიამიანი ღორის ხორცი, ძეხვი, სოსისი, თეთრი ბრინჯი, ტკბილი ხილი (ბანანი, ფინიკი, ყურძენი) , ნამცხვრები, ტორტი კრემით, სწრაფი კვება.
მათთვის არაა რეკომენდირებული დიდი რაოდენობით მოთუშული, მოხარშული ან გამომცხვარი საკვები. მცენარეული პროდუქტები გამოიყენეთ ნედლ მდგომარეობაში, ასე უფრო სასარგებლოა.
დაავადებულებს უხვი რაოდენობით შეუძლიათ მიირთვან ბოსტნეულის სუპი, ნედლი ბოსტნეული, ფაფები, ახლადდაწურული წვენები. ხილიდან უპირატესობა მიანიჭეთ მსხალს, ვაშლს, ქლიავს, ფორთოხალს, ლიმონს, ალუბალს.
ნომერ პირველი პროდუქტად დიაბეტით დაავადებულებისთვის ხშირად კიტრს ასახელებენ, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის 97 % წყალს შეადგენს. მაგრამ, კეროტინის, ნატრიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის და B ვიტამინის შემცველობა ამ ბოსტნეულს საოცრად სასარგებლოს ხდის.
არაა საიდუმლო, რომ დიაბეტს თან სიმსუქნე სდევს. კიტრი დაგეხმარებათ გახდეთ დაბალი კალორიულობის ხარჯზე. დიეტოლოგები გვირჩევენ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეები მოვაწყოთ და დღეში 2 კილოგრამამდე კიტრი მივირთვათ. ამასთან, უნდა გაექცეთ ფიზიკურ დატვირთვას.