ხალხური მედიცინის რჩევებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიმნის მიღება სხვადასხვა სუნელებთან ერთად. მიმზიდველად ჟღერს არა? დღეს წარმოგიდგენთ ამ ციტრუსს მარილითა და პილპილით. ეს წამალი დაგეხმარებათ გაციების დროსაც.
ლიმნით მკურნალობა
გაციების დროს, განსაკუთრებით ხველისას დალიეთ ბევრი თბილი სითხე. მაგრამ, სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის წყალს ან ჩაის ცოტაოდენი მარილი, პილპილი და ლიმნის წვენი დაამატეთ. ან უბრალოდ მიირთვით დამარილებული და დაპილპილებული ლიმონი.
ყელის ტკივილისისას შემდეგი ნაყენი დაამზადეთ: 200მლ თბილი წყალი, 1/2 ჩ.კ. ლიმნის წვენი და 1/2 ჩ.კ. მარილი.
აბაზანები ფრჩხილებისთვის უფრო ეფექტური იქნება თუ რამდენიმე წვეთ ლიმნის წვენს და მარილს დაამატებთ.
არომააბაზანები ლიმნითა და მარილით ცელულიტისგან განგათავისუფლებთ.
ნაბახუსევზე დალიეთ ტომატის წვენი 2-3 წვეთი ლიმნის წვენით, მარილითა და შავი პილპილით.
თუ ზედმეტ წონასთან პრობლემები გაქვთ, ყოველდღე გამოიყენეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 1/4 ჩ.კ. შავი პილპილით, 1 ს.კ. თაფლით და 2 ს.კ. ლიმნის წვენით.
გულისრევის დროს მიიღეთ აბაზანები ლიმნის წვენითა და შავი პილპილით.
დაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ შავი პილპილი და მარილი და მშვენიერ მასას მიიღებთ, რომელსაც ნებისმიერ კერძს დაამატებთ და უფრო პიკანტურ გემოს შესძენთ.
ლიმონი მარილითა და პილპილით საუკეთესო საშუალებაა არამხოლოდ გაციებისთვის! ალბათ დარწმუნდით, რომ ის აუცილებლად უნდა დაუმატეთ რაციონში.