რძის ძალა დიდიხანია ნაცნობია, რადგანაც უძველესი დროიდან არ არსებობდა დაავადება, რომელსაც რძე არ კურნავდა. ეს სამკურნალო პროფილაქტიკური და თერაპიული საშუალება ძალიან ძვირფასია. ჭიქა რძეში ლეღვის ან სტაფილოს დამატებით საოცრების მოხდენა შეგვიძლია…
წარმოგიდგენთ რძეზე დაფუძნებულ რეალურ რეცეპტებს, ექიმის რეკომენდაციით.
რძით მკურნალობა
ლეღვი რძით
ეს ნაერთი ხველისთვის ბუნებრივი წამალია. ამასთან, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძალებს, შველის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, უმკლავდება სტრესს.გემრიელი და სასარგებლო სასმლის მომზადება მარტივია;
1ჭიქა რძე აადუღეთ, დაამატეთ 2 ნაჭრებად დაჭრილი ლეღვი. აადუღეთ მიღებული მასა 10 წუთით ნელთბილ ცეცხლზე. შემდეგ 1 2 გააცივეთ. ამ დროს ლეღვი რძეში ყველა სასარგებლო თვისებას გაავრცელებს. მიიღეთ თბილი სასმელი დღეში 3-ჯერ ნახევარი ჭიქა ჭამამდე.
რეკომენდირებულია მინიმუმ 7 დღით.
რძე, სტაფილო და თაფლი
წარმოგიდგენთ ერთ ეფექტურ რეცეპტს გაციებასთან საბრძოლველად ეკლესიიდან.წვენის 2 ნაწილი უნდა შეადგენდეს სტაფილოს, 1 ცხელ რძეს, ხოლო 1 თაფლს. საგულდაგულოდ აურიეთ. მიიღეთ ყოველ 1 საათში (დღეში 15-მდე) შეგიძლიათ გაზარდოთ ინგრედიენტები და მთელი დღის მოიმზადოთ. გრიპის დროს რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა სვათ, ეს კი საკმაოდ ეფექტური და სასარგებლოა.
რძე ბორჯომთან ერთად
რძე და მინერალური წყალი ბრონქებისთვის ნამდვილი თერაპიაა. ნახევარ ჭიქა ცხელ რძეში ამავე რაოდენობის ბორჯომი დაამატეთ. სასმელი დღეში 3ჯერ 1/3 ჭიქა დალიეთ.
რძე შალფეის ფოთლებთან ერთად
მშრალი ხველისას ხალხური მედიცინა ამას გირჩევთ. მსგავსი ნაყენი ამსუბუქებს ხველას და ასუფთავებს სასუნთქ გზებს. ამასთან, შალფეი ანტისეპტიკურია და ორგანიზმს იცავს.1ჭიქა რძე ჩაასხით ემალის ქვაბში, დაამატეთ 1 ს.კ. დაჭრილი შალფეის ფოთლები და აადუღეთ რამდენიმე წუთი. დალიეთ ნახევარი ჭიქა ცხელი ნაყენი დღეში სამჯერ, დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი.
ნივრიანი რძე
რძე ნივრით უძველესი წამალია. ნიორი ხომ ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ნივრიანი რძე განგკურნავთ გაციებისგან, შეამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ჩააცხრობს ანთებას, დაამშვიდებს ნერვულ სისტემას.250მლ წყალი და 500მლ რძე აურიეთ, დადგით ცეცხლზე.
გაასუფთავეთ 10კბილი ნიორი და დაუმატეთ ცხელ მასას. დაუწიეთ ცეცხლს ბოლომდე და 10წთ გააჩერეთ. პერიოდულად ურიეთ. დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი. ნივრიანი რძე დღეში ორჯერ გამოიყენეთ.