ფუტკრის წებო ძალიან ძლიერი ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა. პროპოლისის წყალობით სკაში მუდამ სისუფთავე და წესრიგია.
პროპოლისის მახასიათებლები
უნიკალური თვისებების წყალობით პროპოლისს შეუძლია ებრძოლოს როგორც შინაგან, ისე გარეგნულ დაავადებებს. სასურველი ეფექტის მისაღებად, საჭიროა ის სწორად მოიხმაროთ. მშრალი პროპილისი ძალიან იშვიათად გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად მისი ნაყენის მეშვეობით ხდება.
პროპოლისის ნაყენი სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება
სტომატიტი
სტომატიტი ტანჯავს როგორც ბავშვებს ისე დიდებს. საავადმყოფოს გარეშე მისგან თავის დასაღწევად ეფექტურ ხერხს მიმართეთ – პროპოლისის ნაყენს.
1 ჭიქა თბილ რძეში ან წყალში დაამატეთ 15-20 გრამი ხსნარი. მისი მოხმარება 1 თვითაა რეკომენდირებული.
გასტრიტი
ხსნის ანთებას და ტკივილის შეგრძნებას. თუმცა, გასტრიტის პროპოლისით მკურნალობას ექიმის კონტროლი სჭირდება.
კბილის ტკივილი
კბილი და ღრძილები მწვავე ტკივილს იწვევს, თუმცა პროპოლისით პირს რამდენიმე პროცედურაში გააჯანსაღებთ. ის ბაქტერიებს ხელს უშლის კბილის ქსოვილზე ნეგატიური ზემოქმედება განაგრძონ.კბილის ტკივილის დროს პირი ნაყენით ჩამოიბანეთ დღეში 3-4ჯერ.
ოტიტი
ოტიტის დროს ორივე ყურში 2 წვეთი ნაყენი ჩაიწვეთეთ. ანთების დროს შეგიძლიათ ბინტი დაასველოთ და ყურში 20 წუთი გაიჩეროთ.
მწვავე ან ქრონიკული გაციება
ქრონიკული სურდოს დროს ცხვირი მარილისა და პროპოლისის ხსნარის ნაერთით ჩამოიბანეთ. 1 ჭიქა წყალში ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისის ნაყენი მოათავსეთ.პროცედურის ჩატარება სპეციალური აპარატითაც შეგიძლიათ, რასაც აფთიაქებში მონახავთ.
ანგინა და ყელის ტკივილი
30 წვეთი პროპოლისის ნაყენი 100მლ ადუღებულ წყალში გახსენით და კარგად აურიეთ. მიღებული მასით დღეში რამდენჯერმე გამოირეცხეთ ყელი.
შეგიძლიათ შექმნათ კომბინირებული საშუალება: აადუღეთ აფთიაქის გვირილა, ჰიპერიკუმი, შალფეი და ნაყენს დაუმატეთ 20 წვეთი პროპოლისი. ამ შემადგენლობით ყელს დღეში 5-6ჯერ დაეხმარეთ.
საკვებით მოწამვლა
ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 25 წვეთი პროპოლისის ნაყენი და დალიეთ.
პროსტატიტი
ნაყენი პროპოლისსა და სპირტზე ნახევარი წლის განმავლობაში ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე 1 ჩაის კოვზით უნდა მიიღოთ.
ფრჩხილის სოკო
ამისთვის 20%-იანი პროპოლისის ნაყენია საჭირო. გარკვეული დროით დაიდეთ ფრჩხილებზე, გაშრობამდე. ხანგრძლივი პროცესია და ყოველდღიური პროცედურებით ნელ-ნელა ალაგდება.
იარები
ჭრილობა დაამუშავეთ ნაყენით ძილის წინ. შეგიძლიათ შინაგანადაც მიიღოთ: 1ჭიქა ჩაიში ლიმნით 1 კოვზი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ და დილით ან ძილის წინ მიიღეთ.
პროპოლისის ნაყენის გამოყენება კოსმეტოლოგიაში
თმის გამაგრებისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ
საკმარისია აურიოთ პროპოლისის ნაყენი წყალთან ანზეთთან და მიღებული მასა თავისა და თმის კანზე დაიდოთ.
გამონაყარის საწინააღმდეგოდ
შეიძლება გამოყენებულ იქნას სამკურნალო ნიღბებში, რომლებიც ანთების ჩახშობასთან ერთად, კანს აახალგაზრდავებენ. ნიღბის მასას 1 ჩაის კოვზი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ და სახეზე 20 წთ გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. საოცარ შედეგს მიიღებთ: კანი ელასტიური გახდება და ჯანსაღ ელფერს შეიძენს.