რაციონი 1 კვირაში გასახდომად

დიდი მუცელი ხშირად არამხოლოდ ლამაზი, არამედ საშიშიცაა. მავნე ცხიმები ორგანოების გარშემო ჩნდება და ჩეულებრივ ცხიმებს ხელს უშლის. ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

თუმცა, ისინი მარტივია დასაწვავად. უბრალოდ უარი თქვით ნაკლებ მოძრაობაზე, ზედმეტად კალორიულ საკვებზე, დაარეგულირეთ კვების რეჟიმი და კვირაში მინიმუმ 0.5 კილოგრამსაც დაიკლებთ.

რაციონი გახდომისთვის

უაზრობაა ენდოთ აბებს, დაითვალოთ კალორიები, იშიმშილოთ ან ფული ოპერაციისთვის შეაგროვოთ. მოცემული კვების რაციოი დიეტოლოგების მიერ ყველაზე ეფექტურ ხერხადაა აღიარებული, რათა მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ დაგროვდეს. მალე თავს უკეთ იგრძნობთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

როგორ გავაქროთ დიდი მუცელი

დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და ჩაი უშაქროდ
დაივიწყეთ შაქრიანი სასმელები. ჩვეულებრივი წყალი, ყავა, უშაქრო ჩაი – ესაა მაქსიმალურად სასარგებლო. ჩვენი ღვიძლი დიდი რაოდენობით ტკბილს ვერ ერევა, ამიტომაც ცხიბს მუცელზე იკრავს.

ჭამეთ ხილი
ტკბილის მიმართ სწრაფვა ჩაანაცვლეთ ხილით. ისინი ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს შეიცავენ და გახდომაში გეხმარებიან.

მიიღეთ მეტი ბოსტნეული
ყველაზე მეტად გამოგადგებათ ნედლი ან ჩათუშული ბოსტნეული. ყვავილოვანი ბოსტნეული მკვებავი ნივთიერებების წყაროა. ისინი ხილის მსგავსად ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებს შეიცავენ.

ჭამეთ მეტი ცილა
კვერცხი, ხაჭო, მარცვლეული – 3 ერთგული მეგობარია მუცლის ცხიმთან საბრძოლველად. რაც უფრო მეტ ხარისხიან ცილას მიიღებთ, უფრო მალე დაწვავთ ცხიმს მუცელზე. მაგრამ ეს არ ეხება ცხოველურ ხორცს.

გაექეცით რაფინირებულ ნახშირწყლებს
ნახშირწყლები ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა ყველა სასარგებლო არაა. მაგალითად, რაფინირებული თეთრი ფქვილი.საკვების გადამუშავების პროცესში რაფინირებული ნახშირწყალი შაქრად და ცხიმად გადაიქცევა, აძლიერებს მადიანობას და წონის სწრაფ მატებას.

გადადით მთლიანი ხორბლის პროდუქტებზე
პურის და ფუნთუშის მაგივრად, ყავისფერი ბრინჯი და წიწიბურა მიიღეთ. ასევე მაკარონი.

ბოჭკოვანი პროდუქტები
ისინი ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებენ. გამოიყენეთ დღეში 1-2 სუფრის კოვზი ხსნადი ბოჭკოვანი ნივთიერებები და ერთ სეზონზე 5 კილოგრამს დაიკლებთ. ასეთებია: ბარდა, შვრიის ფანტელები, თხილი, ფორთოხალი, სტაფილო, ვაშლი და ქერი.

მიიღეთ ჩიას მარცვლები
ეს იდეალური საკვებია – სასარგებლო ნივთიერებების ჩემპიონი. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ნედლი, ასევე მზა კერძებზე დამატებით. აურიეთ რძესა და წვენში.

გადადით ჯანმრთელ ცხიმებზე
ცხოველური ცხიმების შემცველი პროდუქტები შეამცირეთ. ორგანიზმის მტერია: ორცხობილა და პონჩიკი, კრეკერი, კარტოფილი ფრი, შემწვარი თევზი და ქათამი, ჩიპსი, კანფეტები, სოუსები. რეკომენდირებულია ნაღების კარაქი, ავოკადო, ლობიო, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

ამ გეგმის დაცვით და დღეში 15 წუთი აერობიკით ცხიმი მუცლიდან ნელ-ნელა ალაგდება.

კომენტარის დატოვება