ტაილანდში ჩასვლისას ყველა ტურისტი ვალდებულია 1 ქილა უნივერსალური სამკურნალო საშუალება შეიძინოს, რომელიც აქრობს თავის ტკივილს, დაღლილობას, გამოფიტვას და გაციებას.
ტაილანდური ბალზამები უნივერსალური პროდუქციაა, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან აღიარებულნი და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროდუქციად ითვლება. მათ შორისაა “ვეფხვის ბალზამი”, რომელსაც ძლიერი ეფექტი აქვს.
ვეფხვის ბალზამი
რა დროს უნდა მოვიხმაროთ?
მწერების ნაკბენები
ეს საშუალება მოხსნის შეწითლებას, ტკივილს და ქავილს, რასაც მწერების ნაკბენები იწვევენ.
ტკივილი სახსრებში
დატვირთული ფიზიკური აქტივობის დროს ბევრი ადამიანი სახსრებში ძლიერ ტკივილს გრძნობს. ამ საშუალების დახმარებით ანთება უმოკლეს დროში ქრება. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურის ბოლოს ბანტი უნდა შემოიკრათ. პროცედურა დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.
კანზე ლაქები
ცოტამ თუ იცის, რომ ამ კრემს კანზე ლაქების ალაგება შეუძლია.
სურდო და ყელის ტკივილი
გაციების პირველი ნიშნებისას “ვეფხვის ბალზამი” ცხვირის ნესტოებთან და კისერზე წაისვით . ღამით ბალზამით დაიმუშავეთ მკერდი.
თავის ტკივილი
აუცილებლად წაისვით შუბლის არეში, დაელოდეთ 30 წთ და ეცადეთ მოდუნდეთ.
დარღვეული სისხლის მიმოქცევა
ზამთარში ხშირად გვეყინება ფეხები. ხანდახან ისე, რომ თითებსაც ვეღარ ვგრძნობთ. იმისთვის რომ მსგავსს სიტუაციებს გაექცეთ, ფეხები ბალზამით დაიმუშავეთ სანამ ქუჩაში გახვალთ. “ვეფხვის ბალზამი” გამახურებელი ეფექტით გამოირჩევა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.