ადამიანებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, “ზილიონკა” ნომერ პირველი წამალია. ბრილიანტის მწვანე ბევრი დაავადების წინააღმდეგ კვლავ უნივერსალურ საშუალებად რჩება.
მაგრამ, ყველამ არ იცის თუ რითი მოიპოვა მსგავსი პოპულარობა ამ პრეპარატმა და რატომ აქვს მას მსგავსი პომპეზური სახელი.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ქვეყნებში სამედიცინო ნიშნით ამ პროდუქტს არ იყენებენ. წარმოგიდგენთ ბრილიანტის მწვანეს გარშემო არსებულ საიდუმლოებებს.
მისი გაჩენის ისტორია ახალგაზრდა ქიმიკოსს უკავშირდება ლონდონიდან, რომელიც XIX საუკუნეში მალარიის სამკურნალო წამლის შექმნაზე მუშაობდა.
მან ბევრი ექსპერიმენტი ფისოვან ნახშირზე ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარა. შედეგად, მიიღო უნიკალური ნივთიერება, რომელსაც ღია იისფერი ელფერი ჰქონდა.
ფერი იმდენად მძაფრი იყო, რომ პერანგიდან მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა. ქიმიკოსის მამამ ვაჟიშვილის შეატყო, რომ ის რაღაც ახლის შექმნას უდებდა საფუძველს და მიუგო: “არ ვიცი როგორაა მალარიის წამლის საქმე, მაგრამ კარაქიანი პურის ფული უკვე გამოიმუშავე!”
მალე მამაკაცმა პირველი ქარხანა გახსნა და ფისოვან საღებავებზე ვაჭრობდა. მეცნიერმა ბიზნესი ისე განავითარა, რომ სიცოცხლის ბოლოს რაინდის წოდებაც მიენიჭა.
ექიმებმა ამ საღებავის გამოყენება თავისი მიზნებით დაიწყეს: ღებავდნენ პრეპარატებს რათა მიკროსკოპში უკეთესად გამოჩენილიყვნენ, მედდებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი ბრილიანტის მწვანე მიკრობებს აქრობდა.
მისი ლათინური სახელწოდებაა – viridis nitenti და ითარგმნება როგორც ბრწყინვალე მწვანე. ერთ-ერთმა მეცნიერმა, ფრანგულზე თარგმნისას სიტყვა ბრილიანტი გამოიყენა, რაც შეცდომა არაა.
უცხოელს რომ მისი გამოყენება აუხსნათ, ძალიან გაუკვირდება, რადგანაც ანტისეპტიკური მიზნებით მას სხვა ქვეყნებში არ იყენებენ. აი რატომ:
რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანმა ახსნა, რომ დასავლეთში მედიცინის მტკიცებულებათა დოქტრინაა მიღებული. ბრილიანტის მწვანეს მოქმედების მოლეკულური მექანიზმი კი ჯერ კიდევ არაა შესწავლილი.
ამისთვის ძვირადღირებული კვლევებია საჭირო, დიდ თანხებს კი მსგავსი ამრტი პრეპარატის გამო არავინ ხარჯავს..