საჯდომის ნერვი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ნერვია. გავა-წელიდან დაწყებული ის მთელ ფეხზე ფეხზე გრძელდება. საჯდომის ნერვის ტკივილი ჯოჯოხეთურია და საოცარ დისკომფორტს გიქმნით. ზოგიერთ შემთხვევაში საქმის კეთების უნარიც გეკარგებათ.
საბედნიეროდ, არსებობს სპეციალური სავარჯიშოები, რომლებიც ამ შეგრძნებისგან განგათავისუფლებენ. წამოგიდგენთ ეფეტურ მათგანს.
სავარჯიშოები საჯდომის ნერვისთვის
სავარჯიშო № 1
სწორ ზედაპირზე დაწექით. მოხარეთ ფეხი.
დაიჭირეთ მოხრილი ფეხი ორივე ხელით და ნელა მიმართეთ ის მკერდისკენ, მაქსიმალურად ახლოს. მსგავს მდგომარეობაში 30 წამი იყავით.
დაუბრუნეთ ფეხი საწყის მდგომარეობას და სავარჯიშო ორჯერ გაიმეორეთ.
სავარჯიშო № 2
სწორ ზედაპირზე დაწექით. მოხარეთ ფეხი მუხლებში.
გადააჯვარედინეთ ფეხები ისე როგორც სურათზე და გეჭიროთ ხელებით. მსგავს მდგომარეობაში 30 და მეტი წამი გაჩერდით.
დაუბრუნეთ ფეხი საწყის მდგომარეობას და სავარჯიშო კიდევ ორჯერ გაიმეორეთ.