ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 13 წლის ნიკოლოზ კოკოშაშვილია. არსებული ინფორმაციით, ის თანატოლებთან ერთად თამაშობდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.
ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნიკოლოზ კოკოშაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
უმძიმესი დღეა ავჭალისთვის… შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა… გაგვიფრინდა ზეცაში ნიკოლოზი… ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, 119-ე სკოლას, მეგობრებს და ახლობლებს…
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი…
ლაზარეს შაბათსა და ბზობის დღის პერიოდში გაფრინდა მისი სული… ეს მაინც თუ იქნება ნუგეში ოჯახისათვის…
მშვიდად განისვენოს მისმა სულმა…
ღმერთო, რამხელა ტკივილი… რით უნდა ვანუგეშოთ შენი ოჯახი, შენი ახლობლები. როგორ მენანები. გამძლეობას ვუსურვებ მადონას…
ღმერთო, რა სიმწარეს ნახავდა ბავშვი… უფალმა გამძლეობა მისცეს დედას… ოჯახს. რა სიმწარე და ტკვილია, ღმერთო
ვაი, შენს დედას, შვილო, შენ, პატარა ანგელოზო… გეფრინოს ზეცაში, უფლას ებარებიდე, პატარა ვაჟკაცო – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.