ტელეკომპანია TV პირველის გადაცემაში, გოგოლა კალანდაძის რუბრიკაში სახლები, მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა მაყურებელს ახალი დეტალები გაუმხილა.
გადაცემის წამყვანმა რამდენჯერმე ჰკითხა მას პირად ცხოვრებაზე, თუმცა რუსკამ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და კონკრეტული დეტალების გამჟღავნებას მოერიდა.
გადასარევად ვართ, მშვიდად, წყნარად. საინტერესოა მარტო ცხოვრება. ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ეს ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში – მარტო, ცალკე ცხოვრების. ვნახოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი, – განაცხადა რუსკამ.