მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს აღმოჩნდა რომ… – ვარკეთილში ათეული ოჯახი

ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს და 114 ზე დარეკეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბინაში, რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი და ღიად დატოვებული იყო. 114 -ს და 112 -ს ჯგუფების ოპერატიული რეაგირებით რამდენიმე ათეული ოჯახი აფეთქებას გადაურჩა. გახსოვდეს – გაზი უსაფრთხოა მაშინ, როცა მისი მოხმარების წესებს იცავ და ყურადღებით ხარ. იზრუნე შენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება