რა განცხადებას აკეთებს ნაცემი მიშა ანდრულაძე?ეს დაგეგმილი….

..კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, (ქართული ოცნების) ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა.
ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი?! ჯოჯოხეთია სრული.
მანამდე, საქართველოში, პროკურატურაში მქონდა საქმე, სთენდაფის ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი. ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ….
…ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ, ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს… ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს. და მერე იქ ვიღაცა ჰყვებოდა – ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო…
დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ… დაველოდოთ გამოძიებას | ამბობს იუმორისტი მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ Ambebi.ge-სთან საუბრისას
3 მარტს გვიან საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც, როგორც მოქალაქეები წერდნენ, ნიდერლანდებში, სწორედ მიშა ანდღულაძეზე განხორციელებული თავდასხმა იყო ასახული

კომენტარის დატოვება